რეგისტრირებული ფაქტები87053
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს პუბლიკაცია „ქალები ნაფიც მსაჯულთა კრებიდან გამორიცხეს“, სადაც ბიურო უერთდება რუსეთის ქალთა სწორუფლიანობის ლიგის და საერთო კავკასიის ქალთა საზოგადოების პროტესტს ნაფიც ვექილთა საკრებულოდან ქალთა გარიცხვის თაობაზე რევოლუციური მთავრობის მმართველობისას და არა ნიკოლოზ II-ისა და მილიუკოვისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, არსენალის სახელოსნოები სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის უფროს კალისტრატე გოგუასთან ერთად სამხედრო კომისიის წევრებმა აკაკი ჩხენკელმა, შალვა ნუცუბიძემ, გერასიმე კალაძემ და ნიკოფორე იმნაიშვილმა დაათვალიერეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ კანონების გადამსინჯავი კომისიის წევრად მოწვეულია თბილისის სასამართლოს პალატის თავმჯდომარე გელოვანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სოჭის ოლქის ეროვნული საბჭოს ყოფ. თავმჯდომარე მიხაკო იოსების ძე ხოფერია დაინიშნა შავი ზღვის გუბერნიაში ვიცე-კონსულად _ სამუშაო რაიონით სოჭისა და ტუაფსეს ოლქებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის გაზეთი „ერთობა“ იუწყებოდა, რომ 22 ივლისის 6 სთ-ზე ნაძალადევის კლუბში დანიშნული იყო ს. ს. და მ. პ. პირველი რაიონის წევრთა საერთო კრება, სადაც ალ. ლომთათიძე წაიკითხავდა მოხსენებას „პარტიული ყრილობის მუშაობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22 ივლისის სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია მართავდა საღამოს აზერბაიჯანთან ომის დროს ამავე ბატალიონის გარდაცვლილ გვარდიელთა ოჯახების სასარგებლოდ. პროგრამაში იყო: ვალიკო ჯუღელის რეფერატი „სახალხო გვარდია და რესპუბლიკა“; ვოდევილი „დედისერთა“ დ. აბდუშელის ხელმძღვანელობით; გ. ქუჩიშვილი, ვარ. რუხაძე, გ. ტაბიძე, ფაშალიშვილი, ივ. ყიფიანი, პლ. ლეჟავა; მ. კავსაძის მომღერალთა გუნდი; დაუკრავს სახ. გვ. ცხენოსანთა დივიზიონის სამხედრო მუსიკა მიზანდარის ლოტბარობით; საღამოს დიასახლისი თამარ ფარულავა იყო, პასუხისმგებელი გამგე — ივანე ცომაია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების მიერ წარდგენილი კანონი „საპროტეზო განყოფილების შტატის დამტკიცების შესახებ“ და სხვა საბოლოო ტექსტები. კრებამ ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძე დაამტკიცა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 ივლისის 10 სთ-ზე დანიშნული იყო კიევის უნივერსიტეტის სტუდენტ ალექსანდრე გიორგის ძე თითბერიძის სულის მოსახსენებელი წლის წირვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები შემდეგ ქუთაისელთა სახელზე: სოლომონ ხუნდაძის, ნესტორ კაკაბაძის, ზაქარია მოროზოვისა და ბათუმში – ერნისა და ნინა ვარძელოვას სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები: ვოლდემარ ტატიშვილის, ალექსანდრე მასხარაშვილის, ისააკ მურუსიძის, ნინა ბერეჟიანის, მიხაკო წერეთელისა და ალექსანდრა გიორგობიანის სახელზე.

