რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება თარიღი კლებადობით
1869
ტიპი: ავტორობა
1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ კილოკავაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის წერილი „ორიოდე სიტყვა უფ. იაკ. გოგებაშვილისგან შედგენილ ხელთმძღვანელოზედ“, რომელშიც ავტორი ერთმანეთს ადარებს იაკობ გოგებაშვილის, პლატონ იოსელიანისა და პეტრე უმიკაშვილის ანბანის სწავლების მეთოდებს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძოობითი განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის მისაღებად.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „დროება“ წერდა ახალი, არომატული ჩაის შესახებ, რომელიც ქუთაისში, ქალანთაროვის მაღაზიებში, იყიდებოდა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ქალაქისთავად აირჩიეს თავადი იასონ თუმანოვი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სრულიად რუსეთის ხელთ-საქმარების გამოფენის შესახებ, სადაც ქართული ექსპონატები გენერალ-მაიორ ალექსანდრე მურავიოვს უნდა წარედგინა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მოსკოვის გილდიის ვაჭრის, ნ. ი. პორესჩენკოს კერძოობითი განცხადება იმის შესახებ, რომ მის მიერ წარმოებული ჩაი, რომელსაც თავად რუსეთის იმპერატორი მიირთმევდა, ამიერიდან თბილისში, იაკობ ბაბანასოვის მაღაზიაში გაიყიდებოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ აკურთხა ხაშმში ახლადაშენებული წმინდა გიორგის ეკლესია.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1869 წლის 4 ნოემბერს საწირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი პეტრე სიმონის ძე გაბადაძე გარდაიცვალა.

