რეგისტრირებული ფაქტები81452
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მე-4 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა მიხეილ ზაალიშვილის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. ხმათა უმრავლესობით საბჭოს თხოვნა დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება სკოლისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საბჭოთა რუსეთის მისიის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა კავკავის ეკლესიის ქონების დაბრუნებისა და სკოლის შენობის განთავისუფლების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის ნიაღვრისგან დაცვის შესახებ. გამგეობამ ადგილის გასასუფთავებლად 3 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა და მისი დათვალიერება იოსებ გიორგობიანს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კომისია გაეცნო „აკიდოს“ შესახებ ქრისტინე შარაშიძის რეცენზიას და მცირე შესწორებებით მისი დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს სენაკის ქალაქის გამგეობა ატყობინებს აკაკი ჩხენკელს, რომ მე-2 პირველდაწყებით სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს „ერთობა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 10 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დაიჭირეს და ახალციხის სატუსაღოში ჩასვეს ართვინის ოლქის კომისარი, პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე, რომელმაც აბასთუმანში ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელეს სცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ ამიერკავკასიაში მყოფი საფრანგეთის უმაღლ. კომისარი გრაფი დე-მარტელი 1920 წლის 10 სექტემბერს თბილისიდან პარიზს გაემგზავრება, მასთან ერთად – მაიორი პეშკოვი. გრაფმა დეპეშათა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი უზრუნველყოფილია. ორი წლის დამოუკიდებელი არსებობით ქართველმა ხალხმა გამოიჩინა პოლიტიკური ტაქტი და ცხოვრების მოწყობის უნარი, რომ ის საქართველოს იურიდულად აღიარების დამცველი იქნება პარიზში.
1920
ტიპი: თანამდებობა
თბილისის მაზრის ერობის გამგეობასა და იმავე მაზრის მილიციის უფროს გ. ლ. ახვლედიანს შორის სამსახურებრივ ნიადაგზე უთანხმოება მოხდა. ახვლედიანმა შეიტანა თანამდებობიდან განთავისუფლების თხოვნა, რომელიც დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა იმ მოქალაქეთა გვარები, რომლებიც ნახშირის ნიხრზე ზევით გაყიდვისთვის სამით თვით დაპატიმრეს: არშაკ ფარსადანოვი, ბეჟან ბეჟანიშვილი, ალექს მანუკიანცი, გეურქ გამოევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში „სოც. დახმარების ცენტრალური საზოგადოება“, ნათქვამია, რომ საზოგადოების გამგეობა ორთაჭალის ბავშვთა სახლში (N1) აწყობს ინვალიდების სახლს. ხელმძღვანელად მიიწვიეს ქ-ნი შტეინბერგი. სკოლა იქნება მისტროვის სახელობის, რომელმაც საზოგადოებას „კაპეიკის კავშირის“ დიდი ინვენტარი შესწირა. სკოლა გაიხსნება მადათოვის ქ.-ზე, ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ ქვრივი კატო სიამაშვილი წერილით მიმართავს ოზურგეთელ სამუელ სიამაშვილს და სამედიატორო სასამართლოში გაყოლას სთხოვს მათ შორის სახლის შესახებ არსებული დავის გადასაწყვეტად. მედიატორად ასახელებს მოსე თალაკვაძესა და გრიგოლ კოპლატაძეს.