საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გ. ჭოღოშვილი ქ. ოზურგეთის ამბულატორიის ექიმი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ოზურგეთში ვანო ურუშაძისა და ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღვანელობით წარმოდგენებს მართავდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილმა საჩუქრად მაგიდა გადასცა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის კორესპონდენცია „სოფ. ბანმძიდამ, ნოემბრის 5-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბისშვილის ფსევდონიმით დავით ჩქოტუას კორესპონდენცია „შვეიცარია, წერილი ჟენევიდან“ გამოქვეყნდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ვკითხულობთ, რომ საადგილმამულო ბანკმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს გამოუყო 500 თუმანი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივლისში ტრამვაის უსახელო საზოგადოების დირექტორმა ქალაქის გამგეობას სთხოვა, მიეცათ უფლება, 150 000 მანეთი აეღო იმ 300 000 მანეთიდან, რომელიც ინჟინერმა ალფონს რობიმ ქალაქის სალაროში შეიტანა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპორუჩიკი დიმიტრი ჩრდილელი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: გარდაცვალება

პოლკოვნიკი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე მოკლეს 1914 წელს, I მსოფლიო ომში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად ზაგორსკიმ თანხა გაიღო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 ივლისს სიღნაღის თვითმმართველობის კრებაზე განიხილეს აკ. გრიგორიანის წინადადება, უფლება მიეცათ, ქალაქის სასეირნო ადგილზე, გალავნის კარებიდან ტერ-სტეფანოვის ბაღამდე, საკუთარი ხარჯებით გაეშენებინა ხეივანი.

1787

ტიპი: განათლება

1787 წელს დაბადებულმა იოანე იოსელიანმა სასულიერო განათლება შიომღვიმის მონასტერში ქართულ ენაზე მიიღო, შემდეგ კი რუსულ ენაზე ისწავლა თბილისის ფერისცვალების მონატერში.

1822

ტიპი: თანამდებობა

1822 წლიდან იოანე იოსელიანი თბილისის ფერისცვალების მონასტერში ეკონომოსად მუშაობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ოქტომბერში გიორგი ლასხიშვილმა საქართველოს სცენისმოღვაწეთა პირველი ყრილობის ოქმები განიხილა და დასაბეჭდად მოამზადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის მოთხრობის „სიყვარული“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია კარგარეთელის სტატიის „ქვეყნის მანათობელნი“ I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ჯიბილას წერილი „ქართული ენის შესწავლა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ჟივიძის ლექსი „როდემდის?!!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა შარაშიძის წერილის „ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს... ანუ როგორ ვითამაშე მე ფრანც მოორის როლი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია მოსაშვილის „ელეგია“.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წლის 22 მაისს სვიმონ წულუკიძის გელათის მონასტერში გადაყვანის გამო არქიმანდრიტი იოანე იოსელიანი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.