რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე კრიტიკული წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა. წიგნის სახელი იქნებოდა „მანეკენები“ და მასში შევიდოდა: გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სანდრო ცირეკიძის, ნიკოლოზ მიწიშვილისა და გიორგი ლეონიძის პორტრეტები.
1922
ტიპი: თანამდებობა
ახალი მწერალთა კავშირის საბჭოს წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე, პავლე ინგოროყვა, პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე, იროდიონ სონღულაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
ახალი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, პავლე ინგოროყვა, ვახტანგ კოტეტიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
განათლების კომისარიატთან არსებული აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა პავლე ინგოროყვა, შემდეგ კი – სამსონ ფირცხალავა.
1922
ტიპი: თანამდებობა
ზაქარია ფალიაშვილი იყო განათლების კომისარიატთან არსებული ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
სანდრო აბაშელის, გრიგოლ რცხილაძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ინიციატივით რესპუბლიკის მთავარი ხელოვნების კომიტეტის სალიტერატურო რედაქციამ იმუშავა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებულის გამოცემაზე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა და ხელოვანთა სასახლეს გადასცა დავით კლდიაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ნიკო სულხანიშვილის პორტრეტები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე გადაწყდა წიგნის გამოსვლა, რომელშიც შევიდოდა შარლ ბოდლერის, თეოფილ გოტიეს, ხოსე მარია ერედიას, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, ჟიულ ლაფორგის, სტეფან მალარმეს, ტრისტან კორბიერის, ლოტრეამონის, პოლ კლოდელის, ფრანსის ჟამესის ნაწარმოებები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ცისფერყანწელების კონფერენციაზე პაოლო იაშვილმა მათი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1921 წლის დეკემბერში გამართული ცისფერყანწელთა კონფერენციის თავმჯდომარე იყო გრიგოლ რობაქიძე, მდივანი – შალვა აფხაიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პარიზში მიმავალი სერგეი სუდეიკინი თბილისის რკინიგზამდე მიაცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების შეცვლილი წესდების პროექტი მოისმინეს 28 დეკემბერს და შეიტანეს მცირე შესწორება. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, დუშეთის ჩიხის რწმუნებული იყო ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის იჯარით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა, გასარკვევად გიორგი პაატას ძე მაჭავარიანისთვის გადაეცათ.

