რეგისტრირებული ფაქტები88490
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 18 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ. N129) გაიმართება საოჯახო საღამო-კონცერტი პარიზის დიდი ოპერის არტისტის მიშელ დარიალ ნანობაშვილის, საბინინის და გაბაშიძის ქალის მონაწილეობით. დადგმული იქნება მოქმედება „ებრაელი ქალიდან“, როიალთან გოლდმანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაი სოკოლოვი ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნის მხატვრულ მხარეზე უნდა ემუშავა ევგენი ლანსერეს, ვლადიმერ ელსნერს გრიბოედოვის შესახებ წერილი უნდა დაეწერა, ტიციან ტაბიძეს კი – მონოგრაფია ნინო ჭავჭავაძეზე.
1919
ტიპი: გარდაცვალება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 ივლისს წლის პანაშვიდს გადაუხდიან უდროოდ გარდაცვლილ პორუჩიკ კონსტანტინე (კოლია) ერასტის ძე ბესელიას სოფელ ნოსირში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა გრიგოლ წერეთელი, რომელიც ლექციების წაკითხვას აპირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ სემესტრში რუსულად, შემდეგ – ქართულად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ელენე ვაჩნაძე თბილისის პირველ გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 (რედაქტორი კატო მიქელაძე) რედაქციის სახელით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რომ აღნიშნული გაზეთი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოდიოდა. ის დაიბადა რევოლუციის დასაწყისში და მოწმე იყო ისტორიული მოვლენებისა: რუსეთის დაშლა, ამიერკავკასიის სეიმის ჩამოყალიბება-დაშლა, საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადება და ა.შ. სტატიაში ნახსენებია ასევე გაზეთი „ალიონი“, რომელიც გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“ „უდღეურს“ უწოდებდა პუბლიცისტ ი. კვიცარიძის პირით „იმერეთის კანტორიდან“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივნისს ქ. კავკავში, თერგის ოლქში, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ვასილ იოსების ძე არდიშვილმა, ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ და სახალხო კომისართა საბჭოს სასურსათო საქმეთა კომისარმა იოსებ ისიდორეს ძე ელერდოვმა დადეს ხელშეკრულება, რომ თერგის ოლქიდან საქართველოს რესპუბლიკაში პურის გაგზავნას საფუძვლად დაედოს საქონლის გაცვლა-გამოცვლის პრინციპი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ივანე გომელაურმა შეადგინა სახელმძღვანელო, რომელშიც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები ისე შეიტანა, ავტორს არაფერი გადაუხადა.
1917
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 17 ივნისს, ღამით ივანოვის ქუჩაზე ბოროტგანმზრახველებმა გატეხეს სამხარაძის ფეხსაცმელების მაღაზია, საიდანაც წაიღეს ფეხსაცმელები და სხვა ნივთები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივნისს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის ქუთაისის განყოფილების გამგეობამ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შვიდი წევრი, მოისმინა ქუთაისის სახალხო მასწავლებლების მოხალისეთა რაზმის წევრის, დამსახურებული მასწავლებლის გიორგი წივწივაძის მოხსენება 5 ივნისს ქ. ხონის კომისრის ჭავჭანიძის მიერ მისი უდანაშაულოდ დაპატიმრებისა და თავისუფალი მოქალაქის უფლებების შელახვის შესახებ და დაადგინა, რომ ხონის კომისარს გამგეობის სახელით საჯაროდ გამოეცხადოს საყვედური. კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ვლ. ნაცვლიშვილი, მდივანი ავქ. ლორთქიფანიძე. ვლ. ნაცვლიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის სახალხო განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გაეგზავნათ დეპეშა მოთხოვნით დაწყებულიყო გამოძიება და აღდგენილიყო უდანაშაულოდ დასჯილი გიორგი წივწივაძის უფლებები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა ქართველი ჯარის მთავარ სარდლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ნიკო ნიკოლაძის, ბიქტორ თევზაიასა და ვლადიმერ ახმეტელაშვილის თანხლებით ბერლინში გაემგზავრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მაისის საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე დაადგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი, ასევე საემისიო უფლებით გადაეცეს ეროვნულ საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობისგან შევლენ: ფინანსთა მინისტრი გ. ჟურული და კ. კანდელაკი. ასევე გადაწყდა, რომ რუსულ კორპუსს წინადადება მიეცეს თავიანთი ქონება დაუყოვნებლივ ჩააბარონ მთავრობას. დაადგინეს გამოიცეს ქართული მთავრობის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ და მის რედაქტორად მოიწვიონ გაზ. „კავკაზ“-ის რედაქტორი ქავთარაძე. სასურსათო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა საბაშვილი. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. მაიორი გ. ი. კვინიტაძე დაინიშნა საქართველოს ლაშქრის მთავარ-სარდლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს ბათუმში გაემგზავრა სომეხთა დელეგაცია ა. ი. ხატისოვის მეთაურობით. დელეგაციის წევრები იყვნენ: მ. ი. პაპაჯანოვი და რ. ი. კარაზნუნი.

