რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძებელი იქნებოდა ორი სტუდენტის დაფინანსება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით საგარეჯოში მიხეილ ქურდოვანიძეს მოპარეს კამეჩის ტყავი, რომელიც შემდეგ ვაჭარ ალეკო ავთანდილოვის დუქანში აღმოაჩინა. მან ავთანდილოვის წინააღმდეგ მამასახლისს სთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამის მახლობლად ტყის პირას გაშლილი იყო 31-ე და 34-ე თეთრი კარვები ავადმყოფებისათვის. აქედან ერთ-ერთი კარვის გადატანას გორში აპირებდნენ, ხოლო მეორესთვის ახალი სახლი უნდა აეშენებინათ ზამთარში ავადმყოფების შესაფარებლად.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ ივრის ხეობაში ძალიან კარგი პურის მოსავალი აიღეს გლეხებმა, რომელიც მათგან ვაჭრებმა შეიძინეს დაბალ ფასად და დამალეს იმ იმედით, რომ საჭირო დროს, როცა მთავრობას ჯარის გამოსაკვებად პური დასჭირდებოდა ძვირად გაყიდდნენ. სამწუხაროდ ვაჭრები არ ფიქრობდნენ, რომ ჯარი იყო მათი ქონებისა და ოჯახის დამცველი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ 15 სექტემბერს საგარეჯოში ჩავიდა გუბერნიის ექიმი, რომელმაც ადგილობრივ მამასახლისებს მისცა თავისი ხელით დაწერილი დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ საქონლის ჭირი არ გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, არცერთ მამასახლისს არ გაუთვალისწინებია ეს დარიგება.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ 15 აგვისტოს კახეთში წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაულს დაესწრო, რომელსაც მოსახლეობა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. ღონისძების შემდეგ ეკლესიაში შევიდა, საიდანაც გამოსულს გზად მღვდელი შეხვდა და მოუთხრო თუ რა დიდ შემოსავალს იღებდა ეს ეკლესია ხალხისგან, რომელსაც ბლაღოჩინი თავის სასარგებლოდ იყენებდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ ახმეტაში მცხოვრებ გლეხებს მამასახლისები და მათი ხელქვეითები ვალის გადაუხდელობის გამო ოჯახში უვარდებოდნენ და თანხის სანაცვლოდ პური, ქვაბი და სხვა ნივთები გაჰქონდათ, რომლებსაც დუქნებში აგირავებდნენ, აღებული თანხით კი არაყსა და ღვინოს ყიდულობდნენ. დაგირავებული ნივთები 2 კვირის განმავლობაში მედუქნესთან ინახებოდა და თუ მეპატრონე თავის კუთვნილ ნივთს ვერ გამოისყიდდა, მედუქნე მათ თელავში გზავნიდა გასაყიდად.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 26 და 27 ოქტომბერს მუხაესტატედან ხუცუბანის მიმართულებით სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებულები სროლა დაიწყეს ქართველებმა. დაპირისპირების დროს მსუბუქად დაიჭრა ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 24 ოქტომბერს სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი პეტრე მაქსიმეს ძე ტყემალაძე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მხატვარ ივანე კოვშაროვის სიმამრი შაქრო ბეგიჯანოვი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მან მხატვარ ივანე კოვშაროვის მიერ წაღებული ხატის ჩარჩოები თელავში მისი სიმამრის შაქრო ბეგიჯანოვის დუქანში იპოვა.

