საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა არისტო ჭუმბაძის მოთხრობა „ქალი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა მ. მიქაძის სტატია სტეფან მალარმეს შესახებ. (სტატიის ავტორს ჰქონდა „რემი დე გურმონის“ ფსევდონიმი).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იოსებ გობეჩიას შეფასება პარიზში გაგზავნილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და წარმატებაზე.

1918

ტიპი: განათლება

ნადეჟდა ბებიაშვილმა, ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგმა, დაამთავრა რვა კლასიანი ეპარქიალური სასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პირველ, მეორე და მესამე კლასებში რუსულ ენას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ნოემბრიდან ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვრის განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სოფიო ბახუტაშვილს, ხაშურის ქალთა გიმნაზიის უფროს ქალს, პედაგოგად ნამსახური წლები 1903 წლის 12 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე პენსიის მისაღებად ჩაეთვალა.

1918

ტიპი: განათლება

სოფიო ბახტაძემ უმაღლესი განათლება მიიღო დიჟონის უნივერსიტეტში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ალექსანდრე სიმონის ძე სვანაძე თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მ. ფურცელაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, ა. ტახუმოვისა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 თებერვლიდან სოფიო დიმიტრის ასული ბახტაძე ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით კონსტანტინე კასრაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში გერმანულის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოლიკარპე ლუკას ძე ბახტაძე მოთავსებული იყო ქუთაისის საგუბერნიო ციხეში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ნიკოლოზ კეჭაღმაძე ქართული ენის მასწავლებლად დინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 მარტს ხონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც იმავე წლის 13 მარტიდან პოლიკარპე ბახტაძისთვის უნდა მიეცათ ფიზიკა-კოსმოგრაფიისა და მათემატიკის ოცი გაკვეთილი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის აგვისტოში პოლიკარპე ბახტაძე პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე გველესიანი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ვალერიან გიგინეიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის კანცელარიამ გამოსცა მოწმობა, რომლის მიხედვითაც პოლიკარპე ბახტაძეს ხონში გამგზავრებისა და თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცა.

1935

ტიპი: ღონისძიება

ხონის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს გაუგზავნეს დეპეშა, რომელშიც შუამდგომლობდნენ განათლების მინისტრის წინაშე მასწ. პოლიკარპე ბახტაძის გათავისუფლებას.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, პოლიკარპე ბახტაძე დააპატიმრეს ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეობის მიღების გამო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ პოლიკარპე ბახტაძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მათემატიკაში და დამტკიცდა იმავე თანამდებობაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მარტს პოლიკარპე ლუკას ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით დავით გაჩეჩილაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.