რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, შორაპნის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ქაიხოსრო ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის V განყოფილების მომრიგებელი შუამდგომლის თანაშემწე კონსტანტინე ალშიბაია დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, სენაკის მაზრის III განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ალექსანდრე ნანეიშვილი დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ პიატიგორსკში საზოგადოებრივი ბანკის გახსნის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 აგვისტოს ფოთში გამართულ რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებული სადილზე გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა განაცხადა, რომ მომავალი წლის მაისისთვის ფოთი-ქუთაისის პირდაპირი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდებოდა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 14 აგვისტოს გორის მაზრის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ელიზბარ პავლეს ძე ერისთავის მამული სოფელ კარალეთში, რომელიც მეპატრონეს სესხის, 10000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში 3800 მანეთად საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დიასამიძეების ოჯახის კუთვნილი ორსართულიანი სახლი ქუთაისში, რომელიც 5440 მანეთად ჰქონდა ნაგირავები სოფიო ვასილის ასულ გურიელს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 აგვისტოს თბილისის ოლქის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიგოლ დავითოვის დუქანი და ფურნე თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, რომლებიც მეპატრონეს ჩამოერთვა ელისაბედ ბალიოზოვის ვალის გადაუხდელობის გამო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 4 აგვისტოს, თბილისის ოლქის სასამართლოს ბოქაულის, პეტრე ხანდამოვის განკარგულებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიგოლ დავითოვის კუთვნილი დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს ჩამოერთვა ელისაბედ ბალიოზოვის ვალის გადაუხდელობის გამო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 25 ივლისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის უპოვართა სახლის წესდება.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 24 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქალაქ ფოთის განვითარების კომისიის შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: თავადი სვიატოპოლკ-მირსკი (კომისიის თავმჯდომარე), ინჟინერიის პოლკოვნიკი გარსევანოვი, გრაფი ვლადიმერ ლევაშოვი და ქალაქისთავი ს. ხ. ლაზარევიჩი.

