საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „N 2“, რომელშიც ავტორი განიხილავს მომავალი კვირის ქუთაისის ქალაქის საბჭოს არჩევნებს და მოუწოდებს, დააკვირდნენ, რომელი პარტიის კანდიდატთა სიაშია მეტი ქალი წარდგენილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ინფორმაცია გაზეთის სასარგებლოდ აგარაკებში ყულაბებით ფულის შეგროვების შესახებ. სურამიდან შემოვიდა 327 მანეთი, შემომწირველები: ნანა ფანჯაკიძე, სონია მურმანოვა, ლუბა ჩინჩალაძე, ქეთო მარუაშვილი, ჭელიძე, ხუნდაძე, ნინა მურბანავა, ჯოჯუა, ბერიშვილი, მამინოვი, ბლიაძე. ცაგერიდან შემოვიდა 127 მან. 66 კაპ. შემომწირველები: შალიკო გოგოლაშვილი, იოსებ ფეიქაროვი, საშა ხიტაროვი, მარკველაშვილი, მოშიაშვილი, ლეუშა. ბორჯომიდან შემოვიდა 552 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კატია ხაზარაძე, ხიტაროვი, ჯანელიძე, ჩერქეზიშვილი, ვალოდია ხაზარაძე, მიქელაძე, დატებოვი, ანტოშა ხაზარაძე, ხუნდაძე, ვარდო ხოშტარია, თამარა ბერიძე, მეძმარიაშვილი, ქ. ჯანელიძე, მოშიაშვილი. რედაქცია „ხმა ქართველი ქალისა“ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს დახმარებისათვის.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ მისი მიზანია საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტთან და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსთან ერთად ხელი შეუწყოს რევოლუციურ სულისკვეთებას, მისგან მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას, ებრძოლოს კონტრ-რევოლუციურ გამოსვლებს, ხოლო მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას. რევოლუციის გამარჯვება მოქალაქეებისგან მოითხოვს ქვეყნის ნივთიერ, ფიზიკურ და გონებრივ ამუშავებას, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ხაზინაში შეიტანონ გადასახადები, დეზერტირები გამოცხადდნენ უფროსებთან, ყველამ ატაროს მოწმობა, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, ვაჭრებმა ხელოვნურად არ გაზარდონ საქონლის ფასი და არ გამოიწვიონ კრიზისი. მისი სიტყვით, ყოველგვარი ურჩობა და განკარგულების შეუსრულებლობა, როგორც ღალატი დაუყოვნებლივ მკაცრად დაისჯება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა მოთხრობა „ელენე“ (სურათი სოფლად).

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“ ქალთა მდგომარეობისა და მათი უუფლებობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, ქ. თბილისში, აგვისტოს პირველ რიცხვებში დანიშნულია გუბერნიის კომისართა თათბირი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, თბილისიდან ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს შეატყობინეს, რომ დროებითმა მმართველობამ გააუქმა საქალაქო საკრებულოები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 იტყობინება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განკარგულებით, ყველა მეეტლე ვალდებულია თან იქონიოს გამოსვლაზე დადებული ტაქსა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N16 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქალთა ბატალიონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაჩქარიოვა 9 ივლისს ნოვოსპასკის ტყესთან საომრად გამოვიდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაბეჭდის ექიმ ბადრიძის წერილში „დედაკაცის წარსულიდან“ განხილულია წარსულში ქალის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახლანდელი მონური მდგომარეობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 დაიბეჭდა ექიმ ი. რ. ჟორდანიას წერილი „ხმა სოფლის ექიმისა“. ავტორი განიხილავს ვენერიულ სნეულებებსა და მათი პრევენციის გზებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ჩვენი მტერ-მოყვრების საყურადღებოდ“. ავტორი განიხილავს აღნიშნულ გაზეთს, ასევე ქალთა პოლიტიკურ კლუბს და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N15 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N 15-ის ცნობით, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიუროში, რომლის ხელმძღვანელი იყო კატო მიქელაძე, 22 ივლისიდან კლუბის წევრთათვის იხსნებოდა პროპაგანდისტ ქალთა კურსები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ როცა რუსეთის ჯარმა მტერს ზურგი შეაქცია, კავკასიელები და პოლონელები თავგანწირულად ეკვეთნენ წინ მომავალ გერმანელებს და უკუაგდეს. გენერალი კორნილოვი მათ მადლობას უხდიდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ გიორგი ევგენის ძე ლვოვს, კერენსკისა და როძიანკოს შორის დიდი შეთანხმება დაიდო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკანასკნელი არეულობის დროს პეტროგრადში, ცარსკოე სელოში, ალექსანდროვის სასახლეში მცხოვრებნი აღელვებულნი იყვნენ, ყოფილი მეფე და დედოფალი დარაჯისგან გებულობდნენ საქმის ვითარებას. სამშაბათს ღამით, როცა არეულობამ მწვავე ხასიათი მიიღო, ყოფილმა იმპერატორმა, ნიკოლოზ რომანოვმა მოითხოვა ცარსკოე სელოს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი წევრის ნახვა, რაც არ დააკმაყოფილეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით აქვეყნებს ნ. ვ. ჩაიკოვსკის სიტყვას, რომელიც ამბობს, რომ სოციალისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ჯარსა და პროლეტარიატში ერთობის დარღვევაზე. ის ღებულობს რეზოლუციას და მოითხოვს ახალი მთავრობის მხარდაჭერას მის საიერიშო ბრძანებაზე ყველა ფრონტზე და სამხედრო კრებების აკრძალვას ფრონტებზე იერიშის გამოცხადების შემდეგ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 9 ივლისს, პეტროგრადში, აღმასრულებელი კომიტეტების კრებაზე მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხკაცთა საბჭოს დეპუტატებმა გამოიტანეს რეზოლუცია, რომ მხედველობაში იღებდნენ რა ქვეყნის შიდა და ფრონტის მდგომარეობას, რომელიც დამარცხებით ემუქრებოდა რევოლუციას და სამხედრო განადგურებით ქვეყანას, დაადგინეს, ქვეყანა და რევოლუცია საფრთხეშია, ახალი მთავრობა აღიარებულია რევოლუციის მხსნელად, მას ენიჭება განუსაზღვრელი მინდობილობა ჯარის ორგანიზაციის დისციპლინის აღსადგენად, საბრძოლველად კონტრევოლუციასთან და ანარქიასთან. სოციალისტი მინისტრები შეერთებულ აღმასრულებელ კომიტეტის კრებას კვირაში ორჯერ მთელ მოქმედებაზე მოახსენებდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც განხილულია ქალთა მდგომარეობა და მათი უუფლებობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N15) გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა“ ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის და შემდეგ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „რა უნდა მოითხოვონ ქალთა კავშირებმა?“, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალებო გამოფხიზლდით“, რომელშიც ავტორი ქალებს მოუწოდებს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლისკენ.