რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიიდან სხვა სამსახურში გადავიდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში გიორგი ვასილის ძე გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ოლღა ხოფერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ანდრია ჯიქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საბიბლიოთეკო სექციის წევრი იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში გიორგი კალანდარიშვილი და ნიკოლოზ შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიის მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ირაკლი კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 ივლისს სომხების ეროვნული საბჭოს თავმჯდ. ერზინკიანმა ინახულა შინაგან საქმეთა მინისტრი და ლტოლვილი სომხების სომხეთში სამხედრო გზით გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 31 აგვისტოს სოფ. სამებაში (ქობულეთის რაიონი) სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ფაჩულიამ აჭარელი ბანდის მეთაური კინკინ ზადე და მისი ამხანაგები — ნური გოგიტიძე და იზმაილ გოგიტიძე დაიჭირა. დატუსაღებულები თბილისში გააგზავნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, მფრინავი პროკლე თავდორეს ძე კილტავა თავისი ხარჯით დაეკრძალა და ამისთვის 60 000 მანეთი გამოყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 აგვისტოს „ერთობაში“ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის საზღვრებში უცხოური ვალუტის კურსის დაწესება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, ამიტომ როგორც პრესას, ისე კერძო პირთ ეკრძალებათ კურსის დაწესება და ამის შესახებ პრესით თუ სხვა საშუალებებით გამოცხადება. დადგენილების დამრღვევებს სამი თვით დააპატიმრებენ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 1919 წლის ნოემბერში მთავრობამ სურამის ახლოს მდებარე ტყე ბოჭკოს ხის დასამუშავებლად მისცა ბაქოელ მრეწველ მიხეილ ალექსანდრეს ძე ქუთათელაძეს. ამისთვის ქალაქთა კავშირმა მას სესხი 100 000 მანეთი გაუხსნა. რამდენიმე წლის წინ ქუთათელაძემ გრეხილი ავეჯის ქარხნის მოწყობაზე მუშაობა დაიწყო და იანვრის დასაწყისში აამუშავა. მან ქალაქთა კავშირს შესთავაზა ნახევარი ქარხანა მიეღო თავის ფასში. ქარხანა გაფართოებას საჭიროებდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზესა გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას ბებია იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ავგუსტა ანდრიას ასული გვამიჩავა ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სონა ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლასო ანდრიას ძე ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გივი ტრიფონის ძე ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელინკა ნიორაძე ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძე ზესტაფონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 31 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში, წმინდა ნინოს ეკლესიაში დაკრძალავდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძეს.