რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოში დოღი ცხენების გამოსაცდელად 1846 წლიდან 1870 წლამდე იმართებოდა. 1870 წელს ადგილობრივმა მთავრობამ დოღის ჩატარება მთელს საქართველოში აკრძალა, რადგან მათი აზრით, დოღის ჩატარებით ცხენების ავ-კარგიანობას არაფერი დაეტყო. 1877 წლიდან კი ისევ ჩატარდებოდა დოღი, რომლის დროსა და ადგილს თავის დროზე გამოაცხადებდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის უმთავრესი საფუძველია: 1) ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მინიჭება თითოეული ადგილობრივისათვის; 2) ადგილობრივ სამმართველოში მცოდნე პირების დანიშვნა და არა წოდებით უპირატესობის მინიჭება; 3) მოსამართლეების არჩევა ადგილობრივთა მიერ; 4) ყოველი თანამდებობის პირი პასუხისმგებელია საზოგადო სამართლისა და არა თავისი უფროსების წინაშე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის დროს: 1) ადგილობრივ საქმეებს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავენ, რაზეც დამყარებულია ადგილობრივთა პატივის, ღირსებისა და ქონების მფარველობა და ხელშეუხებლობა; 2) უმაღლესი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ მოსახლეობაზე; 3) ადგილობრივი გამგეობა ადგენს გადასახადების რაოდენობას; 4) შესაძლებელია ახალი კანონების დაწესება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კანონს; 5) შესაძლებელია დაწყებითი სკოლის დაარსება და თავისუფლად მართვა და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება ადგილობრივთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მიმართვა „უფ მოგლეჯილაძის“ მიმართ, რომ რედაქციამ უარი განაცხადა მისი წერილის დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც ერთ-ერთი პიროვნების ავ-ზნეობაზე მოგვითხრობდა. რედაქციის განცხადებით მხოლოდ ფაქტებითა და საქმით შეიძლება განსაზღვრო ადამიანის ავ-კარგიანობა, რადგან სხვაგვარი განკიცხვა ლანძღვაა, რომლის ადგილი გაზეთ „ივერიაში“ არ იყო.

