საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 ივლისს პოლიციის მე-9 ნაწილში, ვარანცოვის ხიდზე, ფარსადანოვის ფეხსაცმელების მაღაზიასთან, პ. ტაბლიევი თავს დაესხა ევგენია როდიონოვას და მოკვლა სცადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა ასტრახანის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი კ. ამოსოვი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ი. პიტელინსკი ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკის დირექტორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ინჟინერმა ანატოლი ნიკოლოზის ძე კალიგინმა და დარია კონსტანტინეს ასულმა კალიგინისამ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა ჯარის პოდპოლკოვნიკი მიხეილ წინამძღვრიშვილი წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გამგეობის წევრმა ივანე ჩერქეზიშვილმა გამგეობას წარუდგინა მოხსენება ტრამვაის უსახელო საზოგადოების მიერ უფასო ბილეთის გაცემის უფლების შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ივლისს დ. ჩოხატაურში გაიხსნა ჩოხატაურის მეეტლეთა ამხანაგობის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ვარდენ ქელბაქიანი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივლისში ივანე ალექსის ძე ჩითახოვის მემკვიდრეთა ჩითეულის ფაბრიკის ადმინისტრაციის მიერ ფაბრიკაში გამოკრული განცხადება იუწყებოდა, რომ 26 ივლისს ფაბრიკა იხურებოდა და ყველა ხელშეკრულება მუშებთან უქმდებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ალიოზ შიხინოვის აფთიაქის თანამშრომლებმა – კატო თაქთაქიშვილმა, ვლ. რუხაძემ, ტრ. ქელბაქიანმა, იპ. ყიფიანმა და ბორის კანდელაკმა – ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 5-5 მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგებმა – პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძემ, გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, რაჟდენ გიორგის ძე გამსახურდიამ და სხვ. – ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 10-10 მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში დ. პეტრიაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში პავლე კალანდაძემ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ანიკო და სოსიკო მერკვილაძეებმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 10 მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში რაჟ. ალ. გაჩეჩილაძემ ქარელიდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ალიოზ შიხინოვის აფთიაქის თანამშრომელმა ვარლამ ავალიანმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 10 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგმა კონსტანტინე გაგუამ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიის სასარგებლოდ წაიკითხა სახალხო ლექცია – „სიცოცხლის აზრის ძიება არჩილ ჯორჯაძის ნაწარმოებში“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივლისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების შენობაში გიორგი თუმანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა, რომელსაც მინდობილი ჰქონდა კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენაზე ბეჭდვითი საქმის ცალკე განყოფილებად მოწყობის საკითხი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ დაამტკიცა კავკასიის სტიპენდიების განაწილება, დადგენილი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ დადგენილი კავკასიის სტიპენდია დაენიშნა 22 პირს, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ქართველი – ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთავრებული, ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ მაჩაბელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ივლისს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ საჯარო ვაჭრობაში ქალაქის საყასბოს გადიდების თაობაზე რამდენიმე პირი მონაწილეობდა, საქმე დიმიტრი ჩიჯავაძეს გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს მიხეილის ქუჩაზე მდებარე საზაფხულო თეატრში უნდა წარმოედგინათ ავქსენტი ცაგარლის კომედია „ციმბირელს", მაგრამ გადაიდო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 ივლისს ბათუმის ნავთსადგურის საკრებულომ ნ. პ. ვოზნესენსკის თავმჯდომარეობით განიხილა ბათუმის ნავსადგურის გადაკეთების სამი პროექტი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თელავის თვითმმართველობის რწმუნებულმა ქრისტეფორე აბრამის ძე ზარაფიშვილმა თელავის საბჭოში შეიტანა განცხადება, ითხოვდა თელავის წმ. ნინოს დედათა სასწავლებლის სამინისტრო უწყებისთვის გადაცემას და მის შენახვას მთავრობის ხარჯებით.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა ა. მაჩაბელს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ალექსანდრე მრევლიშვილმა კავკასიის გამოფენისთვის დახატა „მირქმა“ – ძველი აღთქმის სიუჟეტი, „უკანასკნელი მცველნი" – ქართული ცხოვრებიდან და ფანტასტიკური ჟანრის ნამუშევარი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი".