საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 25 იანვარს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომის პაპთან მყოფი ლიბანის მთავრობის წარმომადგენელი ბეირუთში წასვლაში დაეხმარებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 25 იანვარს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ირაკლი ბაგრატიონთან თანამშრომლობა არ გამოუვიდოდა, იგი კორესპონდენტის სტატუსით წავიდოდა სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, ავღანეთში ან სპარსეთში და მას გერმანიაში გაუგზავნიდა სტატიებისთვის საჭირო მასალებს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ გადაიხადა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საწევრო გადასახადი – სამი მანეთი. კვიტანციას ხელი მოაწერა ხაზინადარმა, იროდიონ სონღულაშვილმა.

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს მუზეუმის დირექტორის მიერ გაცემული თავისუფალი დღეების წიგნაკის მიხედვით ქრისტინე შარაშიძე ისვენებდა 22 იანვარს, 1 და 2 მაისს და 7 და 8 ნოემბერს.

1949

ტიპი: ორგანიზაცია

1949 წლის აპრილსში შალვა მაღლაკელიძე რომში კავკასიური ჯგუფის დაარსებას გეგმავდა, რომელიც დაუახლოვდებოდა ანტისაბჭოურ ხაზებსა და მიმართულებებს: ოსმალეთში, სპარსეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომი პოლიტიკური მუშაობის მოყვარულთათვის სერიოზული ცენტრი იყო, თუმცა იქ მყოფი ემიგრანტებიდან ქართული საქმით მხოლოდ თვითონ იყო დაინტერესებული.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი რუსული მემარჯენე წრეების ქმედებებს აკვირდებოდა, რადგან ეს ქართულ საქმეს სჭირდებოდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში ირაკლი ბაგრატიონსა და ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი მადრიდში წავიდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ უცხოეთში არსებულ ქართველ სოციალ-დემოკრატთა ორგანო „ქართულ დროში“ ნოე ჟორდანია ღიად წერდა, რომ საბჭოთა რუსეთის გარდა უნდა დაკავშირებოდნენ მათაც, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კაზუმბეკი სტამბოლში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი რომში იყო, გარკვეული პერიოდი კი იგი ვარშავაში ცხოვრობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკის კავშირი ჰქონდა ვინმე დუდაგინსკთან და პოლკოვნიკ კაზუმბეკთან.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკის მისგან ბავარიის „საერთო ჟურნალში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ სჭირდებოდა ინფორმაცია.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკიმ ესპანეთში პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკის ცნობით, დუდაგინსკიმ გერჰარდ ფონ მედნეს წერილი მიიღო. მას ურჩევდნენ, რომ დროულად გადასულიყო ოსმალეთში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისს შრომის სამინისტრო ცენტრალურ შემნახველ სალაროს ტაშკენტში გამგზავრებასთან დაკავშირებით აბდულა ჯუმბაევზე კუთვნილ 317 რუბლის გაცემას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ივნისს შრომის სამინისტროს კონფლიქტების განყოფილებამ მიწოდების კომისიის თავმჯდომარეს გ. თოფურიას ბათუმში მყოფი ჩინელი მუშების ანაზღაურების გარეშე გათავისუფლების საკითხის განხილვა დაავალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ქუთაისის შრომის კომისარს ფაღავას სენაკში გამართულ უწყებათაშორის კომისიის შეკრებაზე დასწრებას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ივნისს ტერ-პეტროსოვს, საერთაშორისო ბანკის დირექტორს, შრომის სამინისტრო იწვევს საქმეზე, რომელის მას ეხებოდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს ალავერდ ნაზაროვის რუსეთში გამგზავრებისთვის 417 რუბლის ჩარიცხვას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ალექსანდრე ასათიანი ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში დაიბადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტრო თბილისის მილიციის უფროსს გრიგორი სემიონის ძე ესაიანცის ავტოფარეხიდან გაყვანილი მანქანის (ეკუთვნოდა ,,ფინელ ტექნიკოსს") შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტო ფინანსთა მინისტრს ნესტორ ჩანტლაძის საგრანტო ანაზღაურების შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვს.