რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება თარიღი კლებადობით
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1868-1871 წლებში, სამ წლამდე თედო სახოკია ძიძასთან, ირინა ლატარიასთან იზრდებოდა.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წელს მარკოზ სახოკიას ხელობა, ოქრომჭედლობა, შემოსავლიან საქმიანობად მიიჩნეოდა.
1868
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1868 წელს სვიმონ და მარიამ ანდრონიკაშვილების ბიძა იყო გრიგოლ მაყაშვილი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს შიო იოსავამ მძიმედ ავადმყოფი ჩვილი თედო სახოკია მონათლა და გადაარჩინა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს ბავშვობაში თედო სახოკია კუჭ-ნაწლავის დაავადებით მძიმედ ავად გახდა და მისი მორჩენის იმედი ყველას დაკარგული ჰქონდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს თედო სახოკიას ნათლობისას მიმრქმელად მისი მამამძუძე, უთოთია იოსავა აირჩიეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868-1871 წლებში, სამ წლამდე თედო სახოკია იგივე გარემოსა და პირობებში იზრდებოდა, როგორშიც გლეხის შვილები.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლიდან თედო სახოკიას, ძიძა ირინა ლატარიასთან ერთად, ზრდიდა მამამძუძე, უთოთია იოსავა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს, თედო სახოკიას ბავშვობაში, სამეგრელოში „კეთილშობილთა“ ოჯახში ბავშვის გამზრდელ გლეხს „მორდუს“ ეძახდნენ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს, თედო სახოკიას ბავშვობაში, სამეგრელოში პრივილეგირებულ კლასთა (თავადის, აზნაურის, სამღვდელოთა) ოჯახში დედა თავის შვილს თვითონ არ ზრდიდა. ამაზე სოციალურ საფეხურზე ყველაზე დაბლა მდგომ გლეხის ქალს (ძიძას) და მის ქმარს (მამამძუძეს ან როგორც სამეგრელოში ეძახდნენ მორდუს) უნდა ეზრუნათ.
1868
ტიპი: ღონისძიება
სასულიერო კარიერისთვის თედო სახოკიას დაბადებიდან, 1868 წლიდანვე ყველაფერი ხელს უწყობდა: სასულიერო შთამომავლობა, სპეციალური სასულიერო აღრზდა და მუდმივად სასულიერო წრეებში ტრიალი.

