საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 22 სექტემბერს ქვაყუდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სიმონ ნიკოლოზის ძე ლორია გარდაიცვალა.

1856

ტიპი: ღონისძიება

1856 წლის 4 სექტემბერს რუსთა ჯარმა აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით სოხუმის ციხე აიღო.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 27 აგვისტოს საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იოვანეს ძე ფერაძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: ღონისძიება

1856 წლის 29 ივლისს ონიფანტე ნადირაძემ იმერეთის ეპარქიის მმართველს მისწერა, რომ დიმიტრი ფურცელაძე ჭელიშის მონასტერს ეწვია.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 26 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად და კავკასიის მეფისნაცვლად.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობებიდან განთავისუფლებული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალი და კავკასიის მეფისნაცვალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი მისი სურვილისამებრ განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 9 ივლისიდან 1860 წლის 31 მაისამდე ონიფანტე ნადირაძე ჭელიშის მონასტერს განაგებდა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 9 ივლისს ონიფანტე ნადირაძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად და რაჭის საეკლესიო ქონების გამგედ დანიშნეს.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 14 ივნისს იოვანე გიორგის ძე ტაბიძე ჭყვიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 12 აპრილს სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ეგნატე ბერის ძე მაჩიტაძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: განათლება

1856 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის მერვე კლასი დაამთავრა.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 16 მარტს თერჯოლის წმ. გიორგის (ჭაბუკთის) ეკლესიის მღვდელი გაბრიელ სვიმონის ძე ქურციკიძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 19 თებერვალს ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი პავლეს ძე ხარაძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 9 თებერვალს ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი გაბრიელ მათეს ძე ცაგარეიშვილი გარდაიცვალა.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წელს ქუთაისში გარდაიცვალა გაგარინი.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს აფხაზეთის მთავარი იყო გენერალ-ადიუტანტი მიხეილ შარვაშიძე.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი იყო კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს ექვთიმე გიორგის ძე ინასარიძე სოფ. ბაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856-57 წლებში იოანე გიორგის ძე გამრეკლიძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს გიორგი გაჩეჩილაძე სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856-1858 წლებში სპირიდონ ქაიხოსროს ძე გიორგობიანი ტბე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 1-ელ იანვარს სო­მი­წოს წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი პეტრე შოშიტას (შიოს) ძე აბუთიძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: გარდაცვალება

1856 წლის 1-ელ იანვარს ბუ­გე­უ­ლის­ (ზე­და) მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი პეტრე შოშიტას (შიოს) ძე აბუთიძე გარდაიცვალა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს სპირიდონ ქრისტეფორეს ძე კირვალიძე სე­ვის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.