საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1853

ტიპი: სტატუსი

1853 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელოს მთავრის ქვრივი, ეკატერინე დადიანი დაინიშნა სამეგრელოს მთავრად.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 7 სექტემბერს რუსთა ჯარებმა გენერალ მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკისა და გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით მესელდიგერის ციხე-სიმაგრე აიღეს.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის სექტემბერში ოფურჩხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი პავლე სიმონის ძე კვიცარიძე გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 24 აგვისტოს შამილი თავისი რაზმებით ჭარ-ბელაქნის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 16 აგვისტოს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სოფრომ გაბრიელის ძე ქორიძე გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის 13 მაისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულება თბილისში კომერციული სასამართლოს გახსნის შესახებ.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 აპრილს დაბა ზაქათალასთან გაიმართა ბრძოლა შამილის რაზმებსა და რუსთა ჯარებს შორის. რუსებს გენერალ-მაიორი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 2 აპრილს სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით ნიკოლოზის ძე ბოდოკია გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ნასამართლეობა

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 13 მარტს სოფ. ბაშის წმ. კოზმას და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იობ დავითის ძე ცქიტიშვილი-ბაშალეიშვილი გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 თებერვალს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველომ განიხილა თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობა გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საჭირო საბუთები სრულად არ იყო წარმოდგენილი, უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 7 იანვარს სოფ. მაღლაკის ოქონის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ანდრია იოანეს ძე ხაზარაძე გარდაიცვალა.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა ძველი ანეკდოტების კრებული, რომელიც შეუდგენია ერასტი თურქესტანიშვილს.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მესამე ნომერში დაიბეჭდა მარლინსკის მოთხრობა „ღამე ხომალდში“, რომელიც უთარგმნია ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვს.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონის პოეტური თხზულება „ელისაბედიანი“, რომელიც ექვსი ლექსისაგან შედგებოდა.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონის ლექსები: „წამება ქეთევან დედოფლისა“ და „ქეთევან ბატონისშვილთან მინაწერი“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონის თხზულება „ღამის ალერსი“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის „რუსთაველი“.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა დარია ერისთავის ლექსი „წინათგრძნობა“.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853-1856 წლებში დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე კახეთის დაცვას ხელმძღვანელობდა.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წელს იოვანე წივწივაძე სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853-55 წლებში სიმონ მახარობელას ძე აფხაიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წელს სპირიდონ იობის ძე ცქიტიშვილი სოფ. ბაშის წმ. კოზმას და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.