რეგისტრირებული ფაქტები88543
სორტირება თარიღი კლებადობით
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის პირველ ივნისს „ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი“ დაამთავრა 21 ქალმა. მიხეილ რომანოვის ნებით, სწავლის დამთავრების აღსანიშნავად გაიმართა მდიდრული ბანკეტი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის ზაფხულში მუშტაიდის პარკში შაბათ-კვირაობით დაგეგმილი იყო კონცერტები, რომლებზეც ორკესტრი დაუკრავდა სულთანოვიჩის დირიჟორობით. კვირაობით დაგეგმილი იყო ფეირვერკიც. ბილეთი კაცებისთვის ღირდა 75 კაპიკი, ქალებს კი უფასოდ შეეძლოთ შესვლა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 20 მაისს ბორჯომში მიხეილ რომანოვსა და ოლღა რომანოვასთან ჩავიდნენ მათი შვილები: ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი, ალექსანდრე რომანოვები.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 20 მაისს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის განკარგულებით, ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში დაინიშნა ტენდერი მდინარეებს, ხოფსა და ცივს შორის მოხრეშილი გზის გასაყვანად.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 19 მაისს მიხეილ რომანოვი და ოლღა თეოდორეს ასული წავიდნენ ბორჯომში, სადაც გაატარეს ზაფხული.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 10 მაისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, გაბრიელ ეჯუბაშვილი მეფისნაცვლის სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტის საკანცელარიო მუშაკად უნდა დაენიშნათ.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 10 მაისს, მიხეილ რომანოვის ბრძანებით, „ნადვორნი სოვეტნიკი“ ხატისიანი დანიშნეს მესამე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 10 მაისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საგუბერნიო მდივანი წინამძღვრიშვილი დანიშნეს მეშვიდე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 10 მაისს დიდი მთავარი, მიხეილ რომანოვი დაბრუნდა ერევნის გუბერნიიდან თბილისში.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის მომიჯნავე წევრად ტიტულოვანი მრჩეველი თულაშვილი დაამტკიცეს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის მაისში დიდი მთავარი, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წლის 23 აპრილს მიხეილ რომანოვის ნებით დაარსდა განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეებზე უნდა ეზრუნა.
1866
ტიპი: ორგანიზაცია
1866 წელს მიხეილ რომანოვის ბრძანებით თბილისში გაიხსნა გუბერნიის კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე უნდა ეზრუნა. კომიტეტში ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ოცდაათამდე დირექტორი დანიშნეს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებითა და მიხეილ რომანოვის ხელშეწყობით დაარსდა კომიტეტი, რომელიც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე ზრუნავდა. კომიტეტის კანცელარია თბილისის გუბერნიის სასამართლოში მდებარეობდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ამიერ და იმიერ კავკასიაში ციხეებზე საგანგებო ზრუნვის დაწესების შესახებ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ თბილისში კავკასიის სასწავლო ასეულის ჩამოყალიბების შესახებ.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 11 აპრილს ოზურგეთში აუქციონზე იყიდებოდა ანტონ ნაკაშიძის მამული, რომელიც იქამდე იყო გლეხის, გულოვან მუჯირის სარგებლობაში. ეს მამული იყიდებოდა იმ მიზეზით, რომ გლეხებს გათავისუფლების შემდეგ მიწები არ ერგოთ. იმ შემთხვევაში, თუ მამული ვერ გაიყიდებოდა, 3 დღის შემდეგ აუქციონი განმეორებით ჩატარდებოდა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 4 აპრილს ოლღა რომანოვამ და მიხეილ რომანოვმა მათი ახალშობილი ვაჟის, ალექსანდრეს სახელზე ორი ათასი მანეთი გადასცეს თბილისის ღარიბ მაცხოვრებლებს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“. კრებულის ფასი იყო 10 შაური.
1866
ტიპი: ავტორობა
1866 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სახელმძღვანელოდ იყო მიღებული ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა სასულიერო და საერო სასწავლებელში. სახელმძღვანელოს შეძენა თბილისში შეიძლებოდა მელიქიშვილის სტამბაში, ტერ-მიქელიანცის წიგნების მაღაზიასა და სემინარიის სახლში. „დედა ენა“ იყიდებოდა ქუთაისის და გორის სასულიერო სასწავლებლებშიც. სახელმძღვანელოს ფასი იყო 1 აბაზი.

