საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1925

ტიპი: ავტორობა

1925-26 სამოსწავლო წლისთვის ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში უმეტესად მუშებსა და გლეხებს იღებდნენ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა, თუ პირი აქტიურ პარტიულ მუშაობას ეწეოდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ახალგაზრდა კომკავშირლებს უფლება ჰქონდათ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერალისტური რესპუბლიკის ც. ა. კ.-ის პირველი სესიისთვის კავკასიაში ბაქოს 26 კომუნარის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტის დაარსება მოეთხოვათ.

1923

ტიპი: ავტორობა

ამიერკავკასიაში პარტიულ მუშაობას სათავეში ფრიად ავტორიტეტული ორგანო რუსეთის კომპარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტი ჩაუდგა, ხოლო საბჭოთა მუშაობას - ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი. ასეთი ორი საიმედო პატრონი საკმარისი იყო კომუნისტური უნივერსიტეტის მოსაწყობად.

1923

ტიპი: ავტორობა

პროვინციალური კომუნისტური უნივერსიტეტები არსებობენ, მუშაობენ, ვითარდებიან. მათ აქვთ საკუთარი სალექტორო და ძირითადი ფაკულტეტები 2-8 წლიანი კურსით და 2-5 ასეული სტუდენტით.

1923

ტიპი: ავტორობა

პროვინციული კომუნისტური უნივერსიტეტები (ხარკოვის, ციმბირის, ყაზანის, სარატოვის ეკატერინბურგის და ტაშკენტის) 1921-22 წლებში საბჭოთა პარტიული სკოლებისგან დაარსდნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 იანვრს გაზეთ „კომუნისტში“ ს. ნოვიკოვი წერდა, ლენინმა კომინტერნის მეოთხე კონგრესზე სწავლების საკითხი ინტერნაციონალური მასშტაბით დააყენა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ნიკოლაი ბუხარინმა ახალგაზრდობას მიმართა და განათლების უპირატრესობაზე ისაუბრა.

1923

ტიპი: ღონისძიება

საღამოს მე-2 ნაწილი შეიცავდა ოქტომბრის ექვსი წლისთავის დღესასწაულს. უნივერსიტეტში საკუთარი ძალებით წარმოდგენილ იქნა სასცენოდ გადაკეთებული სოსნოვსკის ფელეტონი „კონიოკ-გარბუნოკი“ რომელიც ოქტომბრის რევოლუციისადმი იყო მიძღვნილი. წარმოდგენა დიდი ხალისით ჩატარდა. დასასრულს სტუდენტებისა და სტუმრებისთვის ამხანაგური ვახშამი გაიმართა.

1923

ტიპი: ღონისძიება

ა./კ. კომ. უნ-ის სახელით სიტყვა წარმოთქვა ეგიაზაროვმა, რომელიც გამოსთქვამდა რწმენას, რომ მომავალ წლისთვის სტუდენტთა რიცხვი უნივერსიტეტში გაორკეცდებოდა და მრავალ მომზადებულ მებრძოლს გამოუშვებდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ორჯონიკიძე ა./კ. კომ. უნივერსიტეტს პროლეტარულ ინტელიგენციის მომამზადებელ დაწესებულებად თვლიდა, რომელიც ხელს შეუწყობდა ფართე მასებში კლასიური პროლეტარული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, პირველი მისასალმებელი სიტყვა მიასნიკოვმა წარმოთქვა, რომელიც ხაზს უსვამდა ა./კ. კომუნივერსიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი ერებისთვის.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუნივერსიტეტის რექტორი ტაკოევი წინადადებით გამოდიოდა მისასალმებელი დეპეშები გაეგზავნათ რ. კ. პ. ცეკას, ლენინის, სტალინის და აზერბაიჯანის ცაკას მდივნისთვის, აგამალი ოღლისთვის.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა აზერბაიჯანის ცაკის თავმჯდომარის, აგამალი ოღლის მისალოცი დეპეშა წაიკითხა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ფიზიკური, ქიმიური, გეოლოგიური და გეოგრაფიული ლაბორატორიებისთვის ხელსაწყოები და მასალები გერმანიაში იყო შეკვეთილი, რიმლებიც ჯერ არ იყო ჩამოსული. ამ გარემოებამ უნივერსიტეტის მუშაობა დააბრკოლა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტში“ აღნიშნულია, რომ დასრულდა აუდიტორიების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების, ლაბორატორიებისა და კაბინეტების ხელსაწყოებითა და საჭირო მასალით შევსება.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტს უხდებოდა ერთ და იმავე დროს მოწყობა-მოწესრიგება და მიმდინარე მუშაობის წარმოებაც.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში 243 ვაჟი და 43 ქალი ირიცხებოდა. საზოგადოებრივ-პედაგოგიურ ფაკულტეტზე - 89 კაცი, პარტიულ საბჭოთა ფაკულტეტზე - 128, ხოლო მოსამზადებელ განყოფილებაზე - 69. ქართულ ჯგუფში 20 კაცი იყო, თურქულში - 28, ხოლო რუსულში – 21. რესპუბლიკების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: აზერბაიჯანის 86 მოქალაქე, სომხეთის - 43, საქართველოს - 128. ეროვნების მიხედვით: ქართველი - 56, სომეხი - 89, თათარი - 47, რუსი - 52, სხვა მცირე ერთა წარმომადგენელნი - 35. ენის ცოდნის მიხედვით: ქართული ენის მცოდნე - 67, სომხური ენის მცოდნე - 83, თათრული ენის - 88 კაცი. ასაკის მიხედვით სტუდენტების ორ მესამედზე მეტი 18-25 წლისანი იყვნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტს მხოლოდ ორი ფაკულტეტი ჰქონდა - საზოგადოებრივ-პედაგოგიური და საბჭოთა-პარტიული. არსებობდა მოსამზადებელი განყოფილებაც.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის საზეიმო გახსნაზე იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას მოახსენა უნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ბიუროს მიერ უმთავრესი ყურადღება საწარმოო მუშათა და წითელ-არმიელთა კომუჯრედებთან კავშირის დაჭერისკენ იყო მიპყრობილი.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედის ბიუროს თაოსნობით უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის ანბანური და პოლიტუცოდინრობის ლიკვიდაციისთვის პოლიტწრეები არსდებოდა, რომლებზეც მიმაგრებული იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორები.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედი ყოველდღიურად 50-60 ცალ მოსკოვში გამოცემულ გაზეთ „პრავდას“ ყიდულობდა, რაც უნივერსიტეტის გამგეობის მიერ შეძენილ რამდენიმე ათეულ რუსულ და ადგილობრივ გაზეთებთან ერთად სავსებით უზრუნველყოფდა სტუდენტების მოთხოვნილებას.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედთა ბიურო უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ფორმატის რუსულენოვან (არსებობდა ქართულენოვანი და სომხურენოვანი განყოფილებებიც) კედლის გაზეთ „ოცდაექვსელს“ გამოსცემდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამა თუ იმ თემის ღრმად შესწავლის შემდეგ სტუდენტები მოხსენებებისთვის ტფილისის საწარმოების კომუჯრედებში დაიგზავნენ. პირველმა ცდამ სასურველად ჩაიარა. სტუდენტობამ საჭირო გამოცდილება მიიღო. განზრახული იყო ამ მუშაობის მაქსიმალურად გაფართოება.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედი კომპარტიის და კომინტერნის ტაქტიკის და სტრატეგიის ღრმა თეორიულ და აკადემიურ შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევდა. მუშაობის ნაყოფიერებისთვის მთელი უჯრედი „შემაკავშირებელ“ 16 წრედ იყო დაყოფილი. აქედან 14 წრე რუსული იყო, რუსულის არამცოდნეთათვის: 1 ქართული და 1 თურქული. თითოეულ წრესთან უჯრედის ბიუროს მიერ მიმაგრებული იყო მდივანი - ხელმძღვანელი. წრეების სხდომა იმართებოდა 2 კვირაში ერთხელ, სადაც წრის მიერ დანიშნული სტუდენტი აკეთებდა მოხსენებას იმ მასალის მიხედვით, რომელსაც წრის ყველა წევრი წინდაწინ ეცნობოდა.