საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86028

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 21 ივნისს გენერალ-მაიორმა გლაზენაპმა დერბენტი აიღო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წლის 2 ივნისს გენერალ-ლეიტენანტი ვასილ სიმონის ძე გულიაკოვი დაინიშნა საქართველოს მთავარსარდლად.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 2 ივნისს ინფანტერიის გენერალმა სერგეი ალექსის ძე ბულგაკოვმა ბაქო და კუბა აიღო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1806 წლის პირველი ივნისიდან არქიმანდრიტი დოსითეოზი შიომღვიმისა და თირის მონასტრებს წინამძღვრობდა.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 18 მაისს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა ველევის მცხოვრები დავით გელბახიანი და მისი ძმები თავიანთი ქონებით.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 18 მაისს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა ველევის მცხოვრები დავით გელბახიანი და მისი ძმები თავიანთი ქონებით.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 16 მარტს ნიკოლოზ იაშვილმა ჭელიშის მონასტერს შესწირა კრიხის მცხოვრებნი, გიორგი და გლახუნა კუბლაშვილები.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 8 თებერვალს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ბაქოში მოლაპარაკებას აწარმოებდა ჰუსეინ ყული-ხანთან.

1806

ტიპი: გარდაცვალება

1806 წლის 8 თებერვალს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ვერაგულად იქნა მოკლული ბაქოში ჰუსეინ ყული-ხანთან წარმოებული მოლაპარაკების დროს.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წელს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეიმ თავშესაფარი მისცა ოსმალეთის სულთნისგან გამოქცეულ ტრაპიზონის ფაშას.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წელს აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უფროსი შვილი დიმიტრი შარვაშიძე სანქტ-პეტერბურგში პაჟთა კორპუსში მიუბარებიათ.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წელს აფხაზეთის მთავრის, მიხეილის დედა თამარ დადიანი იძულებული გახდა, თავისი ადგილსამყოფელი სოფელ ლიხნიში (სოუქსუში) დაეტოვებინა და სოხუმ-კალეს ციხესიმაგრისათვის შეეფარებინა თავი. აქ მას რუსეთის ჯარის ორი განაყოფი იცავდა.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წელს თადეოზ გიორგის ძე შველიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-44 წლებში სიმონ გამეზარდაშვილი რუფოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-51 წლებში ათანასე სიმონის ძე ჭიპაშვილი სოფ. ბაზალეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წელს გიორგი პეტრეს ძე კვესიტაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-33 წლებში ოქროპირ კანდელაკი ნი­კორ­წმინ­დის წმ. ნი­კო­ლო­ზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წელს ტიმოთე სიმონის ძე ოდილავაძე სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-1850 წლებში ანდრია სიმონის ძე ჭოხონელიძე ტბე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-1844 წლებში იოვანე საბას ძე შარაბიძე სად­მე­ლის­ (მე­ო­რე) წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-1844 წლებში გიორგი გიორგის (მახარობლის) ძე დვალი პა­ტა­რა ონის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-1844 წლებში თადეოზ დავითის ძე ლანდია ბარის მა­ცხოვ­რის აღდგომის ეკ­ლე­სიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806-1841 წლებში სიმონ ნასყიდას ძე აბრამიძე ვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1806

ტიპი: თანამდებობა

1806 წელს იოვანე დავითის ძე კახიძე სოფ. თუზის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.