რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება თარიღი კლებადობით
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების გამგეობის საქმეთა მმართველად აირჩიეს საზოგადოების წევრი, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის უფროსი კარლ ლევის ძე ზისერმანი.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის გუბერნატორი კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის თავმჯდომარეობით გაიმართა დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წევრ-დამფუძნებელთა პირველი სხდომა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნატორმა კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გახსნა გამოაცხადა.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ანდრია ბენაშვილი 1868 წლის 23 მარტს დაიბადა თბილისის გუბერნიის დაბა ყვარელში.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო ტიტულოვანი მრჩევლის, ნაზარბეგოვის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო მარიამ ბარათაშვილის, ისაი ტერ-ღუკასოვისა და სულხან სულხანოვის სადავო მამულებთან დაკავშირებული საქმის განხილვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აზნაურ ჩივაძის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა სოფ. ხიდისთავთან მდებარე სადავო მამულის თაობაზე.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აღალო და იოსებ მატინოვების სარჩელის განხილვა იაგორ მატინოვის მიერ მათი კუთვნილი ბაღის მითვისების თაობაზე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს გაზეთი „დროება“ გაზეთ „Кавказь“-ში დროზდოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გასულ ზამთარს სტეფანწმინდასა და მლეთაში ჩამოწოლილ ზვავებს მნიშვნელოვნად დაუზიანებია ამიერკავკასიის სამხედრო გზა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო სიღნაღის მოქალაქეების, წყალობა და იოსებ ამირხანოვების, გასპარ შავერდოვის, სტეფანე ლისინოვის, მელქო მირაქოვისა და გეურქ სარქისოვის სარჩელის განხილვა თავად დიმიტრი აფხაზის წინააღმდეგ.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 8 მარტს მეათე კლასის კანცელარიის ჩინოვნიკი კონსტანტინე ჯავახიშვილი დაინიშნა ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 7 მარტს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის მაზრის მომრიგებელი შუამავლის თანამდებობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი მამუკა ორბელიანი დაინიშნა დუშეთის მაზრის პირველი განყოფილების მომრიგებელი შუამავლის თანამდებობის შემსრულებელად.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1868 წლის 2 მარტს სამეგრელოს სოფელ ხეთაში დაიბადა თედო ტიმოთეს ძე სახოკია.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ არნოლდ თევდორეს ძე მორიცს უწარმოებია მეტეოროლოგიური დაკვირვება 1868 წლის მარტიდან 1869 წლის მარტამდე.

