რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება თარიღი კლებადობით
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ კერძო განცხადებაში ნათქვამია, რომ არწრუნის ქარვასლის წინ მდებარე თამბაქოს მაღაზიაში 3 მანეთად გაიყიდებოდა შემდეგი წიგნები: „საღმთო წერილის ძველის და ახალის აღთქმათა მოთხრობა“, „ვრცელი წმინდათა ცხოვრება“ და „ზნეობის სასწავლო იეზოპეს იგავნი ყრმათა გასაწურთნავად“.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისში პავლე ოცხელის მაღაზიაში 3 მანეთად გაიყიდებოდა შემდეგი წიგნები: „საღმთო წერილის ძველის და ახალის აღთქმათა მოთხრობა“, „ვრცელი წმინდათა ცხოვრება“ და „ზნეობის სასწავლო იეზოპეს იგავნი ყრმათა გასაწურთნავად“.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამიჯნაო პალატის საიდუმლო მრჩეველი ევგენი სტარიცკი დაინიშნა თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება კავკასიის მეფისნაცვლის მრჩევლის, ალექსანდრე ოგოლინის თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშვნის შესახებ.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადებული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით ქუთაისის გუბერნიის სამსჯავროს თავმჯდომარედ ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი დაინიშნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე ნონიას ძე პედელოვის სახლი და დუქანი თბილისში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ და ივანე შერმაზანოვების სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეებს ჩამოართვეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პეპანა ტურაბოვის მამული თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ლეონიდე გერმანოზის ძე ბარათაშვილის დაუსახლებელი მამული თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სვიმონ მათუზას ძე მათუზოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაეყიდათ ოჰანეზ ოჰანეზას ძე აღამოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იაკობ სვიმონის ძე პავლიაშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

