საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81520

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-93 წლებში ამბაკო დავითის ძე ვეფხვაძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-17 წლებში სიმონ გიორგის ძე კალანდაძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843-73 წლებში იოსებ ეგნატეს ძე მანჯავიძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს სპირიდონ პეტრეს ძე გორდულაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სპირიდონ პეტრეს ძე გორდულაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში პლატონ იოსების ძე ცაგარეიშვილი ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში კონსტანტინე ივანეს ძე ქუთათელაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს სვიმონ გიორგის ძე კალანდაძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814 წელს ზაქარია დავითის ძე მაღლაფერიძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ზაქარია დავითის ძე მაღლაფერიძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილს ახალციხეში შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილი მიიყვანეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევის ქარხანის მუშებს ანაზღაურება არ მიუღიათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევმა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ქალი მუშები სამსახურიდან დაითხოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 მაისის „დროების“ ცნობით, ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ სურგუნოვის წინადადებას ქალაქის განათების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსი ჭიჭინაძის სტატია „პასუხი უ. პ. თუმანიშვილს“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 მაისს ავლაბარში ოქოევის ოჯახის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძის დაჭერის ამბავი სიცრუე აღმოჩნდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პატარა ცემში მდებარე ვახტანგ ღამბაშიძის სანატორიუმი იღებდა პაციენტებს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 1-ელ დეკემბერს ანთიმოზ მაღრაძემ დაბა ყვირილაში აფთიაქი გახსნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის პლასტუნის I ბატალიონის ასისთავ პეტრე გრუზინსკის პორუჩიკის წოდება მიანიჭეს და ზაქათლის 164-ე ქვეით პოლკში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: ზაქარია ნაბიჭვრიშვილი, ივანე კუჭაიძე და ბ. ბესოშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლის განკარგულებით განსაკუთრებულმა კომისიამ გუბერნიის ინჟინერის ბუტკევიჩის, თბილისის პოლიცმაისტერის, ქალაქის ინჟინერისა და კავკასიის გამოფენის კომისარ ი. ზ. ანდრონიკაშვილის შემადგენლობით დაათვალიერა კავკასიის გამოფენის მთავარი პავილიონი იმის შესამოწმებლად, შენობა რამდენად მკვიდრად იყო ნაგები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ თხოვნით მიმართა საბჭოს პრეზიდენტს, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს, შუამდგომლობა გაეწია საზოგადოებისთვის, რომ მიწათმოქმედებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის, ა. ს. ერმოლოვისა და ს. ი. ვიტტესთვის, ეთხოვა თბილისში ჩამოსვლა კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო საიუბილეო გამოფენაზე დასასწრებად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 აგვისტოს თბილისის გუბერნატორმა ივანე სვეჩინმა თბილისის პოლიცმეისტერს აცნობა, რომ თბილისში 4 სექტემბრიდან ერთი წლით ამოქმედდებოდა წესიერების გაძლიერებული დაცვის კანონი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბერს ბაქოს დასმა შალვა დადიანის რეჟისორობით წარმოადგინა პიესა „სამშობლო“.