საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90513

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობენ 18 ფუთი ქაღალდის შეძენას. განჩინებით ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას არ. პოლიცვეტოვიჩ-ნიკოლაძე და დონდუა სთხოვენ წიგნის „ბუნება სკოლაში“ ჰონორარს 20%-ის დაკლებით. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მთხოვნელებისთვის ასი ათასი მანეთი ავანსად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას „ახალი სხივის“ რედაქცია სთხოვს მისგან 1200 ცალი წიგნის „პლატფორმა და მასალები პარტიული პროგრამისთვის“ შეძენას ნაღდ ფულზე. უსახსრობის გამო გამგეობამ უარი უთხრა რედაქციას, საკომისიო წიგნების ანგარიშიდან კი დაჰპირდა 100000 მანეთს ავანსად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს 100000 მანეთს თავისი წიგნების ჰონორარიდან. იმ დროისთვის მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა ბარნოვის თხოვნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გან. კომისარიატის მთავარ გამგეობასთან მოლაპარაკების საკითხს. პრეზიდიუმმა ასევე წარუდგინა სხდომას წერილობითი მოხსენების პროექტი, რომელიც განჩინების თანახმად დადასტურებულ იქნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: პ. საყვარელიძე, ნ. ნაკაშიძე, ნ. ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ სტალინის მონაწილეობით საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი განიხილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს სტალინის მონაწილეობით გამართულ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომაზე გადაწყდა, ახალქალაქისა და ხრამის რაიონების სომხეთისთვის გადაცემის საკითხი განსახილველად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის გადაეცათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს ალექსანდრე სიმონის ძე სვანაძე და ასქანაზ არტემის ძე მრავიანი დაესწრნენ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომას, რომელზეც საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი განიხილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს სტალინის მონაწილეობით გამართულ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომაზე გადაწყდა, ლორეს ნეიტრალური ზონა საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკას შეერთებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ივლისს ნაძალადევში გამართულ მუშების დიდ კრებაზე სტალინის გამოსვლისას გაისმოდა რეპლიკები: სიცრუეა, მოღალატეობაა და სხვ., სოციალ-დემოკრატების გამოსვლის დროს კი კრება ისეთმა ენთუზუაზმმა მოიცვა, სტალინი დარწმუნდა, რომ ბოლშევიზმის საქმე საქართველოში საბოოლოოდ წაგებულია. კრება გადაიქცა ანტიბოლშევიკურ დემონსტრაციად, ნათქვამია, ჟურნალის მოწინავეში „ბოლშევიკური თარეში ჩვენში“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ივლისს ალექსანდრე დგებუაძე თბილისში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს კრებას ესწრებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალა აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა და ეს ოფიციალურად უნდა ყოფილიყო დეკლარირებული. წინასწარ შეთანხმებას ფილიპე მახარაძემ და ნარიმან ნარიმანოვმა მოაწერეს ხელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 ივლისს კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი ბერლინში დაესწრნენ გერმანის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (უმრავლესობის) პასუხისმგებელ მუშაკთა და დეპუტატთა კრებას. მათ ხალხი ოვაციებით მიეგება. კ. ჩხეიძემ ისაუბრა გერმანიასა და საქართველოს მუშათა მოძრაობას შორის იდეურ კავშირზე და დაახასიათა ცარიზმის წინააღმდეგ საქართველოს მუშათა კლასის ბრძოლის ეტაპები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის არჩევის საკითხი. წესდების თანახმად, გამგეობას უნდა აერჩია თავმჯდომარე, მისი ამხანაგი, მდივანი და ხაზინადარი. თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დ. კარიჭაშვილი, მის ამხანაგად ი. გომართელი, მდივნად ვ. ბურჯანაძე. ხაზინადრის არჩევა გადაიდო, დროებით ხაზინადრის მოვალეობა დაეკისრა ვ. ბურჯანაძეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბაქოში დახვრეტილი გენერალი მაყაშვილის ქვრივი ეკატერინა სთხოვს, მიეცეს მას ნება გაუკეთოს მოაჯირი თავისი შვილის საფლავს პანთეონში, ხოლო როცა შესაძლებელი იქნება მისი მეუღლის გადმოსვენება, ისიც შვილის გვერდით დაიკრძალოს. გამგეობამ მოაჯირის გაკეთების ნება დართო მაყაშვილის ქვრივს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა გლავპოლიტპროსვეტთან მოლაპარაკებას. გამგეობამ მოლაპარაკების წარმართვა პრეზიდიუმს დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოლომონ ახვლედიანი სთავაზობს მისგან პარიზიდან ჩამოტანილი ფრანგულენოვანი წიგნების შეძენას 1500000 მანეთად. განჩინების თანახმად გამგეობამ უარი უთხრა ახვლედიანს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვარლამ ბურჯანაძე ავადმყოფობის გამო სთხოვს თვენახევრიან შვებულებას 8 ივლისიდან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ბურჯანაძისთვის ერთთვიანი შვებულება 8 ივლისიდან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – პ. საყვარელიძე, ი. გიორგობიანი, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. ბურჯანაძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებამ აირჩია ახალი გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: დ. კარიჭაშვილი, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. გიორგობიანი, ი. გომართელი, ნ. ჩიგოგიძე, ოლღა სოლოღაშვილი და პ. საყვარელიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის გადაწყვეტილებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ალექსანდრე წერეთელი აირჩიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 225000 რვეული, 210000 „დედა ენა“ და 84 000 ცალი სხვადასხვა სახელმძღვანელო გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1879 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აარსებდა სკოლებს, ხსნიდა ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, აარსებდა სტიპენდიებს, ბეჭდავდა სახალხო და სამეცნიერო წიგნებს და აგროვებდა კულტურის ნიმუშებს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოების სკოლები და ბიბლიოთეკა-სამკითხველოები თავისი ინვენტარით ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცა.