საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90386

1957

ტიპი: გარდაცვალება

1957 წლის 14 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ შვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ მაღლაკელიძემ სიცოცხლეში საკუთარი შთამომავლების გაცნობა ვერ მოახერხა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საზღვარგარეთიდან ამანათებს იღებდა მათი პოლკის მეგობრებისგან – ვიტალი უგრეხელიძისგან, კუკური თოხაძისგან, მიხეილ დადიანისგან და ა.შ.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ საფრანგეთიდან კუკური თოხაძის წერილი მიიღო. თოხაძე მას პოლონეთში მყოფი ქართველი იუნკერების სიის გაგზავნას სთხოვდა მისამართებით და ოჯახურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღწერით.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ იმედი ჰქონდა ქართველ იუნკერთა კავშირის აღდგენისა და კარგი იქნებოდა, თუ იქამდე მიმოწერა ექნებოდათ ერთმანეთთან.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ ჰყავდა პოლონელი მეუღლე – სტანისლავა ჩელინსკა და ქალიშვილები – ნინო, მაიკო და მანანა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში წერილით აცნობა, რომ მაიორის ხარისხი უნდა მიეღო.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს წერილი გაუგზავნა და არტემ არონიშიძის, კონსტანტინე ტურაშვილის, თევდორე წითლანაძისა და ილარიონ ლობჟანიძის მისამართები სთხოვა.

1957

ტიპი: მფლობელობა

1957 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა, როგორც რეპატრიანტმა, პოზნანში 43.5 კვადრატული მეტრი ბინა მიიღო და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა.

1957

ტიპი: გარდაცვალება

1957 წლის 17 მაისს პარიზში გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე გარდაიცვალა.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წლის მაისიდან 1958 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შალვა მაღლაკელიძეს გულის ტკივილი აწუხებდა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა კრიტიკოს ბესარიონ დავითის ძე ჟღენტის სტატია ქართული პოეზიის შესახებ სათარგმნად და გამოსაქვეყნებლად.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სათარგმნად უგზავნიდა მასალას, რადგან მის მიერ შეკრებილ ბიოგრაფიულ ცნობებსა და პოეზიის მიმოხილვას სიზუსტე აკლდა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 26 თებერვალს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს გერმანიის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის მიღება მიულოცა.

1957

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1957 წლის 26 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათი გვარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას სოფელ დიხაშხოში მოიძიებდა. დაჰპირდა, რომ ზოგიერთი ადგილის ფოტოსურათს გაუგზავნიდა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე შანიძის ლექსების კრებული „ჩემი ოცნების ცისკარი”.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის აპრილში ქრისტინე შარაშიძეს რუსუდან ორბელმა ლენინგრადიდან თბილისში პირველი მაისის მისალოცად დეპეშა გაუგზავნა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს გამოქვეყნდა სოლომონ ხუციშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევი „ილია ჭავჭავაძე”.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „წიწამური”, რომელიც იმავე წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში, გორისა და თელავის სახელმწიფო თეატრებში.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „ვაშლის ხეივანი“.

1957

ტიპი: სახელი

1957 წელს მწერლის პირად ბარათში დიმიტრი ხოშტარია აღნიშნავდა, რომ მისი ფსევდონიმი იყო დუტუ მეგრელი.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს რუსულ ენაზე გამოიცა ილია ჭავჭავაძის წიგნი „ქართული მუსიკალური კულტურა“.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს ვიტალი უგრეხელიძე, ვალერიან ხელაძე, ვლადიმერ ლაღიძე და გიორგი ჯავახიშვილი ლონდონში ცხოვრობდნენ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს არტემ არონიშიძე და იოსებ ზაუტაშვილი პოლონეთში ცხოვრობდნენ.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს პლატონ თაყაიშვილი პოზნანში, დვორკოვას ქ. №9-ში, ცხოვრობდა.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს 12 წლის მანანა მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-6 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.