რეგისტრირებული ფაქტები81533
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისს რკინიგზის სადგურზე ქობულეთის უხუცესმა გულუ აღა კაიკაციშვილმა ქართულ ჯარს პურ-მარილი მიართვა და მიესალმა საქართველოს ისტორიული საზღვრების აღდგენას. საჩუქარი ჩამოართვა პოლკოვნიკმა სოლომონ გეგელაშვილმა. ხალხმა გამარჯვება უსურვა ნოე ჟორდანიას. მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელმაც ბევრი დაბრკოლება დაძლია და ბათუმი და ბათუმის ოლქი უსისხლოდ შეუერთა საქართველოს; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მემედ აღა გოგიბერიძემ და ბათუმის ქართული გიმნაზიის მოსწავლემ, ცივაძემ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის საბჭოს მდივანი ვასილ ხახანაშვილი დროებით დანიშნეს მთავრობის საქმეების გამგედ და მთავრობის თავმჯდომარის პირველ მდივნად, მას მიანდეს ყველა უწყებათა კანცელარიის რევიზიაც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა მიიღო 5 100 მან., სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მიერ მხედრობისთვის შეგროვებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სადგურ ნატანებში დაატუსაღეს ცნობილი ყაჩაღი ვლადიმერ სურგულაძე, რომელიც ერთ დროს დაკავშირებული იყო დენიკინის შტაბთან ბათუმში. იგი ცნობილ ყაჩაღ პაიჭაძესთან ერთად მონაწილეობდა ხიდების აფეთქებასა და მატარებლების მსხვრევაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა.მისი შედგენა მიენდოთ: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძეს და ტიტე ართმელაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობაში“ რეალური სკოლის დირექტორი ი. ფონ ბრენერი მის მიერ დაარსებული სკოლის დახურვას იუწყებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივლისში თბილისს ეწვივნენ იტალიისა და ბელგიის მსხვილ სამრეწველო ფირმათა წარმომადგენლები: იტალიის სამთო უწყების მრჩეველი ფრანსუა როდრიგერი და სამთო ინჟინერი ფლავიო როდრიგე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ (ავტორი კ. დინჯაძე) იუწყება, რომ 1-ლ ივლისს გაიმართულ საქ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბორჯომის რაიონის კოლექტივის კრებაზე რკინიგზის „იაჩეიკიდან“ მოხსენება გააკეთა დ. გოსიტაშვილმა. მან აღნიშნა, რომ კრებაზე დაადგინეს, „იაჩეიკიდან“ გააძევონ ვიქ. მაჭავარიანი და ოფიციალურად ეცნობოს დროებით თავი დაანებოს რკინიგზაში მუშაობას; ვიქ. ღლონტმა გააკეთა განცხადება, რომ ქალაქის თვითმართველობის გამგეობა ხსნის წერა-კითხვის კურსებს, მოზრდილთათვის კი მოხსნებებს წაიკითხავენო. დაადგინეს, ამის შესახებ „იაჩეიკებს“ აცნობონ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბრიგადის შემხვევ-სამკურნალო რაზმის ექიმის სოლო ასლანიშვილის განცხადება ჯარისკაცთა მშობლებს აცნობებდა, რომ 1-ელ ივლისს აჭარლებთან შეტაკების დროს დაჭრილი მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცები და ახალციხის რაიონის გვარდიელები, რომლებიც სოფ. ადიგენის ლაზარეთში მოათავსეს, კარგად იყვნენ და შინ დაბრუნდებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა შორაპნის მაზრის სოფელ ქვაციხის მცხოვრები, მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცი ვარლამ ჩუბინიძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 1-ელ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა ქუთაისის მაზრის სოფ. წყალტუბოს მცხოვრები, მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცი სიმონ ახალაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა ოზურგეთის მაზრის სოფელ ნიგოითის მცხოვრები, მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცი მელიტონ ჭიჭალეიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ ივლისს აჭარლებთან შეტაკების დროს დაიჭრა ახალციხის მაზრის სოფელ უდის მცხოვრები, გვარდიელი გაბრიელ ბადღოშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა ახალციხის მაზრის სოფელ ვალეს მცხოვრები გვარდიელი სერგო გოზალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ ივლისს დამფუძნებელი კრების წევრებმა პავლე საყვარელიძემ, სამსონ ფირცხალავამ, გრიგოლ ვეშაპელმა და ტოპჩიამ ბათუმის მოსახლეობას ანტანტის მიერ ბათუმისა და მისი ოლქის მისთვის გადაცემის შესახებ აცნობეს. ამ ცნობას ხალხი ზეიმით შეხვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივლისში მიწათმოქმედების სამინისტრომ საკონცესიო ხელშეკრულება დადო ა. გიზთან მდ. ტყიბულის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ. მას მიზნად აქვს ელექტროენერგიის მიღება და გადაცემა ქუთაისის გუბერნიის იმ რაიონებში, სადაც სჭირდებათ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი ივლისის „ერთობის“ ცნობით, ბეითალი სიმონ ტარიელის ძე ქარსელაძე მსახურობდა ეკატერინოსლავის გუბერნიის დ. პეტრიკოვკაში. ერთი წელი მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
1920
1920 წლის 1 ივლისს მეოთხე ქვეითთა ათასეულს (აჭარელ ბანდებთან ბრძოლაში) გამოესალმა ლეიტ. შალიკო გიგინეიშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ქალაქ თბილისის მესამე უბნის მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გამგეობისთვის ოლღა ჭავჭავაძის ოფიციალური მზრუნველობის (რადგან მას არ გააჩნდა სათანადო მოვლა-პატრონობა) გადაცემის მოთხოვნით მიმართა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N79 ბრძანების თანახმად ნიკოლოზ ამბროსის ძე სვანაძე ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N77 ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძეს პედაგოგად ნამსახურობის წლები (1892 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგს ანდრია ანტონის ძე შუბლაძეს პედაგოგად ნამსახურები წლები (1896 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.