რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
ტექნიკური განყოფილების უფროსი, ინჟინერი ივანე დადიანი გზატკეცილების სამმართველოს უფროსს სწერს, რომ, ფოთის ნაოსნობის შესახებ მათი (1918 წლის 20 ნოემბრის) მიმართვის გამო, მინისტრს მიუცია სიტყვიერი განკარგულება, შეატყობინონ, რომ მათ უწყებაში ნაოსნების მისაღებად სანდო პირი გაიგზავნოს, იქამდე კი სავაჭრო-სამრეწველო სამინისტროში უნდა გაირკვეს მათი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. გზატკეცილების განყოფილების უფროსის მაგივრად ხელს აწერს ვ. ნასიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის იანვარში მდინარე რიონზე ნაოსნობის მომწყობ და მიმღებ გზათა სამინისტროს რწმუნებულ აკაკი ჩოჩუას ფოთში წასვლა და ნავსადგურის უფროსისგან ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო სამინისტროს შედგენილ სიაში აღნიშნული ყველა გემის მიღება დაევალა. ინსტრუქციის მისაღებად მას გზატკეცილების ოლქის უფროსისთვის უნდა მიემართა. წყაროში ნახსენები არიან: მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე, საერთო საქმეთა მმართველი გიორგი ფიცხელაური, კანცელარიის მმართველის მაგივრად ფეოფან კობეშავიძე და ვ. ნასიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 17 იანვარს გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძეძ ფოთის ნავსადგურის უფროსს აუწყა, რომ აკაკი ჩოჩუა დაინიშნა რწმუნებულად რაიონის ნაოსნობის მისაღებად და მოსაწყობად. ხელმომწერები: საერთო საქმეთა მმართველი გიორგი ფიცხელაური, კანცელარიის მმართველის მაგივრად ფეოფან კობეშავიძე; დედანთან სწორია: ვ. ნასიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 26 დეკემბრის N70 ბრძანების საფუძველზე 20 დეკემბრიდან აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა დაინიშნა მდინარე რიონის ფლოტილიის მიღება-ჩაბარებისა და მოწყობის რწმუნებულად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 27 ნოემბერს საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო მინისტრ გიორგი ჟურულს წერილობით სთხოვა, ეცნობებინა, როდის შეეძლო მისდამი რწმუნებულ სამმართველოს ფოთის პორტის სამმართველოსგან გემების ჩაბარება და გადმოსაცემი გემების სია გაუგზავნა. გიორგი თუმანიშვილთან ერთად წერილს ხელს კანცელარიის გამგე როლკე აწერდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 დეკემბერს თბილისის ოლქის გზათა სამინისტროში, ინჟინერ თუმანოვისადმი გაგზავნილ დეპეშაში, რომელსაც ხელს რ. ჯავახოვი აწერდა ნათქვამი იყო, რომ გემი „Пенай“ ნოვოროსიისკში 16 დეკემბრის საღამოს უნდა გასულიყო. გ. თუმანოვს სწერდნენ, რომ სხვა გემების გასვლის შესახებაც შეატყობინებდნენ.
1917
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს, ლივადიაში, იმპერტაიროს მიერ ხელით მინაწერი „ასე იყოს“ უტყუარი დასტური იყო სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ მოწონებული კანონის (9-გვერდიანი დოკუმენტი) – შტურმანებისთვის ახალი წესების დადგენის შესახებ სავაჭრო ფლოტის საზღვაო გემებზე. დოკუმენტი დამოწმებული იყო სახელმწიფო მდივნის, მაკაროვის მიერ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, შორეული ნაოსნობის შტურმანი კონსტანტინე გაბრიელის ძე ჩუბინოვი იყო ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობის სამმართველოს კუთვნილი ბარკასის, «Полюсь»-ის კაპიტანი და მის მართვაზე უფლებამოსილი. ცნობას ხელს აწერს ბაქოს კანტორის უფროსი სოკოლოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის ბრძანებით, სამეურნეო ნაწილის გადამწერი ანა არეშიძე მოსამსახურეთა სიიდან ამოშალეს 1918 წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გადასვლის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის განკარგულებით, 1918 წლის 8 ივნისს ოლქის სამმართველოს თავისუფლად დაქირავებულ მოსამსახურეს, ა. კაპჩინსკის მისცეს ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის დავალებით ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს სთხოვა, გაეცა ბრძანება, რათა გაეგზავნათ საზღვაო და სამდინარო ნაოსნობის სააქციო-სატრანსპორტო საზოგადოების შემუშავებული წესდება, ასევე ცნობები, რამდენი სახელმწიფო გემის გადაცემა იყო შესაძლებელი საზოგადოებისთვის. ამ ცნობების გარეშე შეუძლებელი იყო კონცესიის პირობების საბოლოოდ დადგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ბრძანების თანახმად, კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს შტატების შემცირების გამო 1918 წლის პირველი ივნისიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოლქის სამმართველოს დაქირავებული მოსამსახურეები: სანტექნიკოსი პავლე ბუკანოვი და სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოსამსახურე გავრილ პერედერეი. ოლქის უფროსის ნაცვლად ფაქტი ხელმოწერით ინჟინერმა ადრიანოვმა და სვირიალ-პეტრენკომ დაადასტურეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს სამეურნეო ნაწილის თანამშრომლები: საქმეთა მწარმოებელი მიხეილ ბელოზერსკი, საქმეთა მწარმოებლის დამხმარე გიორგი აზვესტოპულო; დაქირავებული მოსამსახურეები: ელენა ლომანოვა, ანა რომანენკო, ანტონ ჟღენტი, ანტონ ხოდაროვკი, გიორგი ჩიქოვანი, ალექსანდრე ჭილაძე, გიორგი კუცერუბოვი, მიხეილ ადამოვი, დიმიტრი კლიმენკო, პავლე პიატენკო, თეოფილ დუმინიკი. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს 1918 წლის 2 მაისის განკარგულებით ოლქის თბილისის განყოფილების მეორე დისტანციის პირველთან შეერთების გამო მეორე დისტანციის ტექნიკოსი საფარიანცი განთავისუფლდა დისტანციის უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ძველ თანამდებობაზე, ტექნიკური ნაწილის საქმეთა მმართველად. დისტანციების გაერთიანების გამო გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი. ცნობა: ოლქის თბილისის განყოფილების საქმეთა უფროსის 1918 წლის 17 მარტის პატაკი N596; ოლქის უფროსი, ინჟინერი გ. თუმანოვი.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 24 ივნისს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ს. ტიმაშევმა დაადასტურა „სავაჭრო ფლოტის საზღვაოსნო გემებზე შტურმანების საცურაო ცენზის გამოსათვლელი წესების“ უტყუარობა. ეს იყო 18-მუხლიანი დოკუმენტი შტურმანის წოდების მიღების მსურველთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. დოკუმენტს სავაჭრო ნაოსნობის განყოფილების უფროსის ნაცვლად ხელს აწერს ს. ვესელაგო; განყოფილების უფროსის მაგივრად დაამოწმა პ. ვასილევმა. წესები ძალაში უნდა შესულიყო 1911 წლის 1 იანვრიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს ფოთის პორტის მახლობლად რიონის, ხობისწყლის, კაპარჭისა და მათი შენაერთების გამოყენებით სანაოსნო მოძრაობის გახსნის საკითხი განიხილეს. ამ საქმის განხილვა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიას დაევალა.

