საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკასა და ინგლისელების მიერ დროებით დაპყრობილ ბათუმის ოლქს შორის ფოსტა-ტელეგრაფის აღსადგენად დადებული ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძის, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის, დ. მგელაძისა და კაპიტან გოუტის მონაწილეობით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დ. მგელაძე საქართველოს ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს კაპიტანი გოუტი ბათუმის ოლქის სამხედრო სარდლობის უფროსი იყო.

ტიპი: ავტორობა

დ. ნახუცრიშვილმა, დრამატული სტუდიის დავალებით, თარგმნა დიდი მთავრის - კონსტანტინე კონსტანტინეს ძის პიესა „მეფე ურიათა“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პრემიერისთვის ქართულ სამუსიკო საზოგადოებაში დაიწყო საოპერო სტუდიისა და კაპელის გაერთიანებული რეპეტიციები.

1919

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სასამართლო პალატის საგანგებო საქმეთა გამომძიებელი გრაევსკი და ამავე სასამართლო პალატის ბრალმდებლის მოადგილე კალვაიტი სახელმწიფო ენის უცოდინარობის გამო გათავისუფლებულნი არიან თანამდებობებიდან, ამა წლის ნოემბრის პირველიდან სალიკვიდაციო ჯილდოს მიცემით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ფრანჩესკო ნიტის საქართველოს ინტერესების დაცვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა და საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სახელმწიფო თეატრში გამართული ლატარიის გათამაშებაზე პირველ ბილეთებს ნოე რამიშვილი ხსნიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით 25000-მანეთიანი მომგებიანი ბილეთები ამოვიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესორმა ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილმა სახელმწიფო თეატრში გამართული ქართული ლატარიის გათამაშების სხდომა სიტყვით გახსნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ივანე ჯავახიშვილი ქართული ლატარიის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საექიმო-სანიტარული ერობების მუშაობის გასაერთიანებლად და სახელმძღვანელოდ ერობათა კავშირთან საექიმო-სანიტარული განყოფილების მოწყობა გადაწყდა. დებულების პროექტის შედგენა დაევალა ექიმ იოსებ ანტონის ძე ლომოურს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ერობათა კავშირის კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს ექიმ იოსებ ანტონის ძე ლომოურის მოხსენება ერობათა კავშირში საექიმო სანიტარული ცენტრის მოწყობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აგვისტოში ედუჯანიანცის ბინიდან ბოროტმოქმედებმა 7000 მანეთი მოიპარეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის განყოფილების უფროსს, ჩაჩავას შეატყობინეს, რომ ბოროტმოქმედები აბრამიშვილის სახლში შეჭრას და მეპატრონეზე თავდასხმას აპირებდნენ. ჩაჩავა მილიციელებთან ერთად ბოროტმოქმედებს ჩაუსაფრდა და ერთი ცნობილი ყაჩაღი მოკლა, სტუდენტი ბეზურაშვილი კი შეიპყრო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტრომ კავკასიის ოლქის გზათა სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვსა და ინჟინერ გრიგოლ ვასილის ძე შერმაზანოვს თბილისში უმაღლესი საინჟინრო კურსების გახსნის ნებართვა მისცა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოჩამჩირეში შეიპყრეს ოსმალეთის საზღვაო ჯარის ოფიცერი განან შაკირ-ოღლი, რომელსაც ჯაშუშობა ბრალდებოდა. დაპატიმრებული ოსმალეთის მისიას გადასცეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოვნებათა სექციამ პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, სახელმწიფო გერბად აერჩიათ თეთრი გიორგისა და შვიდი მნათობის გამოსახულება, რომელიც ისტორიულად და ტრადიციულად ქართველი ხალხის არსებობასთან იყო დაკავშირებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა სამინისტროს მოძრაობის განყოფილების უფროსის, გ. ა. აბელოვის განკარგულებით, ბათუმში მოსული 100 000 ფუთი (მასის ერთეული უდრის 16,38 კგ.) სხვადასხვა ხარისხის ქაღალდიდან ყოველდღე 10 ვაგონი იტვირთებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორის, ბესარიონ ალექსისი ძე ჭიჭინაძის ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკების თანახმად, ინგლისს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად 40 000 ფუთი კანადური ფქვილი უნდა მიეცა, ყუთი 160 მანეთად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ნოელ სმიტი საქართველოს მთავრობასთან ფინანსურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ბათუმიდან თბილისში ჩავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოელ სტეფანეს ძე სმიტი ინგლისის ბანკის მმართველი იყო ბათუმში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგე, ექიმი გიორგი ელიავა ქალაქთა კავშირმა 6 თვით პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, გაგზავნა სამუშაოდ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ოქტომბერში, დილის 9 საათზე, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „სასახლის ნომრებთან“ უცნობმა პირმა რევოლვერით მოკლა აზერბაიჯანელი ინჟინერი გასუმბეკოვი. მას თან ჰქონდა თანხა, რომლისთვისაც მკვლელს ხელი არ უხლია. როგორც ირკვევა, მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბრის დამლევს გაიმართა საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობა. ყრილობის მეორე დღეს მოხსენებებით გამოვიდნენ რაიონების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნეს, რომ სოციალური პირობები მძიმე იყო, რკინიგზელებს არ ჰქონდათ ბინები, არ იყო მოგვარებული სანიტარული საკითხი და სხვ. მათ განაცხადეს, ამ ყველაფერს იმიტომ იტანდნენ, რომ ქვეყნის მმართველი და გამგე იყო ნოე ჟორდანიას მთავრობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საშუალო სასწავლებლების პედაგოგებმა განათლების მინისტრს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სთხოვეს. ნოე რამიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა.