რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში პოლკოვნიკი ბიქტორ ნიკოლოზის ძე ინწკირველი დუშეთის მაზრის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებად ყუბანში გაეგზავნათ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე და გენერალი ილია ოდიშელიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, ამერიკაში საქართველოს წარმომადგენლად დავით ღამბაშიძე გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
გამოძიებამ, რომელსაც პოლკოვნიკი ინწკირველი ხელმძღვანელობდა 1919 წლის 2 ოქტომბრის ინცინდენტში დამნაშავეები დაადგინა. ესენი იყვნენ: II ბატალიონის ოფიცერი გოგიტიძე, ლეიტენანტები ზედგენიძე და ქარუმიძე. ისინი თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართული ფილარმონიული საზოგადოების წევრები პოლკოვნიკ ესტატე მაჩაბლის თავმჯდომარეობით ქართული კლუბის დარბაზში შეიკრიბნენ და ქართული სამუსიკო საზოგადოების ახალი წესდება წარადგინეს. წესდების მიხედვით, ფილარმონიული საზოგადოების მთელი ქონება ახლად დაარსებულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივლისში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი და პროფესორი ივანე ჯავახიშვილი საშუალო სასწავლებლების პედაგოგებს მიესალმნენ და მათთვის სამხედრო გიმნაზიაში გახსნილი (ორთვიანი) კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობამ კურსების ხარჯების ასანაზღაურებლად 25 000 მანეთი გამოყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის განკარგულებით პეტრე სურგულაძე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოსა და გერმანიას შორის საქონლის გამცვლელი კომისიის წევრად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და გერმანიის წარმომადგენლობამ საკუთარ თავზე აიღეს შავი ზღვის სავაჭრო და საგზაო ფლოტის გემთა ხელშეუხებლობა, აგრეთვე ფოთსა და შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროების ნავსადგურებს შორის რეისების მოწესრიგება. ამის გამო რუსეთის ეროვნულმა საბჭომ თავისი წარმომადგენელი ნ. ეზერსკი გაგზავნა, რომელსაც დაევალა უზრუნველეყო რუსი ლტოლვილების ფოთიდან გამგზავრების საქმე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივლისში უცნობმა პირებმა მიხეილის პროსპექტზე გაქურდეს პოლკოვნიკ ალექსეევის ბინა და 11 850 მანეთის ღირებულების ნივთები წაიღეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ზაფხულში ცნობილი მოღვაწე, ქართველი მაჰმადიანი მემედ აბაშიძე, რომელიც ბათუმის აღების დროს ოსმალებმა შეიპყრეს და სტამბოლში გადაასახლეს, თბილისში ჩამოვიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ჭიჭინაძემ გენერალ ბრაფს საჩუქრად გადასცა საქართველოს რკინიგზის მთავარ სახელოსნოში დამზადებული ორიგინალური საწერელი, აწყობილი რკინიგზის ნაწილებისგან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძემ ინახულა ბრიტანეთის ტრანსპორტის მთავარი გამგე, გენერალი ბრაფი, რომელიც იმ დღეებში ტოვებდა საქართველოს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივლისს, პოლკოვნიკ ბიქტორ ინწკირველის ცნობით, ლეჩხუმში ის სოფელი აიღეს, რომლის ჩრდილო-დასავლეთითაც მოწინააღმდეგე იყო გამაგრებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონი უნდა გახსნილიყო პოლიო ირეთელის კომედიით „ბედნიერი დღე“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონის დასასრულს ნინო ჩხეიძის პატივსაცემად წარმოდგენა უნდა გამართულიყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი ნატალია ჯავახიშვილი სცენისმოყვარეთა დასის გასაძლიერებლად მიიწვია. სექციას კიდევ ერთი მსახიობი ქალისა და ერთიც კაცის ჰქონდა განზრახული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი დარეჟისორი ივანე ბარველი სადრამო საქმის ხელმძღვანელად მიიწვია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში მოწყობილიყო კვირაში ერთი წარმოდგენა, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.

