საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1822

ტიპი: თანამდებობა

1822 წლიდან იოანე იოსელიანი თბილისის ფერისცვალების მონასტერში ეკონომოსად მუშაობდა.

1822

ტიპი: ღონისძიება

1822 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ საქართველოს ეგზარქოსს სთხოვა, გელათისა და ჭელიშის მონასტრებიც შტატის მონასტრებად შეერაცხა რუსეთის მსგავსად და გელათისთვის – პირველი კლასის, ხოლო ჭელიშისთვის – მეორე კლასის მონასტრის ხარისხი მიენიჭებინა.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს ქუთაისის, გელათის, ხონისა და ნიკორწმინდის საეპისკოპოსოების ბაზაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა იმერეთის ეპარქია, რომელსაც სათავეში იმერეთის ყოფილი ეპისკოპოსი სოფრონ წულუკიძე ჩაუდგა.

1821

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში გიორგი ყურულაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წლის პირველ ოქტომბერს არქიეპისკოპოსი იონა დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

1821

ტიპი: გარდაცვალება

1821 წლის 20 სექტემბერს შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი სიმონ გაფრინდაშვილი გარდაიცვალა.

1821

ტიპი: გარდაცვალება

1821 წლის 19 ივლისს სიღნაღის ოლქის წმინდა ნინოს მონასტერში გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოფილაქტე.

1821

ტიპი: გარდაცვალება

1821 წლის 6 იანვარს ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ანდრია მანჯგალაძე გარდაიცვალა.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს აფხაზეთის მთავრის, საფარ-ბეის სიკვდილის შემდგომ, ოსმალეთის სულთნისა და ასლან-ბეის მიერ შეგულიანებულ აფხაზებს აჯანყება მოუწყვიათ.

1821

ტიპი: გარდაცვალება

აფხაზეთის მთავარი საფარ-ბეი 1821 წელს გარდაიცვალა.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს რუსეთის ჯარების ხელშეწყობით აფხაზეთის სამთავრო დიმიტრი შარვაშიძეს ერგო.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს ატამანმა ვლასოვმა შავიზღვისპირეთში შემოჭრილი ყუბანს გაღმელები დაამარცხა.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვმა აჯანყება ჩაახშო აფხაზეთში.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს სიმონ გაფრინდაშვილი შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-63 წლებში იოსებ ჩადუნელი სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-68 წლებში იესე დავითის ძე კიკნაველიძე სოფ. კიკნაველეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-39 წლებში იესე იოანეს ძე ბაქრაძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს გრიგოლ სიმონის ძე ჩარკვიანი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს ანდრია მანჯგალაძე ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: განათლება

1821 წელს დაბადებულმა გრიგოლ ჩხაიძემ განათლება გურიის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1821

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არქიმანდრიტი გრიგოლ (გიორგი) ჩხაიძე 1821 წელს დაიბადა მღვდელ ბესარიონ ჩხაიძის ოჯახში.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელის სახანო დაიპყრო.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელი დაამარცხა.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წლის 1-ელ აპრილს მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა მაკარ ჯაფარიძე ბერ-დიაკვნად აკურთხა.