საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81716

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკის კაპიტანი დავით ტიმოთეს ძე ჩივაძე წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის სამმართველოს კანცელარიის მოხელე ნიკოლოზ ლუარსაბიძე თარჯიმნად დანიშნეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გაბრუაშვილის სტატია „სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით სამურის 88-ე პოლკის შტაბს-კაპიტანი მიხეილ ბაქრაძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის 155-ე პოლკის კაპიტანი დავით გეგელაშვილი წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა გაზეთ „პრომიშლენნი მირის" რედაქტორ-გამომცემელი ა. ს. ზალშუპინი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ზაფხულის სეზონზე ხონის თეატრალური დასის მსახიობები იყვნენ: ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, რ. მაჭარაძე, შალვა ხონელი და ოლიმპიადა ღოღობერიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 აგვისტოს საგარეჯოში ი. ანუაშვილის, ე. გარსიაშვილის, ს. ბერიძისას, ლ. ბერიძის, ქვლივიძის და სხვების მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „სამშობლო“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით გუმრის 156-ე პოლკის კაპიტანი ვასილ რევაზის ძე მაჩაბელი და ლეონტი გრიგორაშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკის შტაბის როტმისტრი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს ხ. ფაჩულიამ, როზა ს. თუმანიშვილმა და სამსონ დავითის ძე კილაძემ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის აგვისტოში თბილისის სამოსამართლო პალატის პროკურორი პ. პ. ფონ-კლიუგენი თბილისში დაბრუნებას გეგმავდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილმა, ანა ლ. მეძმარიაშვილმა, ელენე დავითის ასული ლორთქიფანიძემ და ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის შტაბსკაპიტანი კონსტანტინე მდივანი წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს საქართველო-იმერეთის სომეხთა ეპარქიის უფროსის, არქიეპისკოპოს სურენიანცის მოვალეობის შემსრულებელი იყო არქიმანდრიტი ოვსენიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის მსროლელთა მე-8 ბატალიონის შტაბსკაპიტანი კონსტანტინე ბეგიშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბარონი დე ბაი, რომელიც საფრანგეთის საერო განათლების სამინისტროს მიერ სამეცნიერო მიზნით იყო გამოგზავნილი, პეტერბურგში ჩავიდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა პეტერბურგიდან ჩასულიყო მოსკოვის გუბერნიაში, შემდეგ კი – კავკასიაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 ივლისს სოფ. არდონში შეიკრიბა კომისია და შეუდგა ოსური სახარების შესწორებას. კომისიის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ჯიოევი, ალექსანდრე ცაგოლოვი, მოსე ქოციევი. კომისიის აზრით, 1861 წლის თარგმანი კარგი იყო და შესწორებას არ საჭიროებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით 39-ე ბრიგადის პორუჩიკი, თავადი მიხეილ მაყაშვილი და სევასტოპოლის ქვეითთა ბატალიონის ადიუტანტი ვალერიან ზავრიშვილი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის მსროლელთა მე-5 ბატალიონის პოდპოლკოვნიკი დიმიტრი ყარანგოზიშვილი წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს წმ. ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პეტრე მეფისაშვილი კავკასიის სააქციზო სამმართველოს უფროს კონტროლიორად დანიშნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა გენერალ-ლეინტენანტი რიდიგერი, რომელმაც ჯარი დაათვალიერა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს აკაკი წერეთელმა საეკლესიო მუზეუმს შესწირა მინიატურული სახარება, რომლის სიგრძე იყო 7, სიგანე – 5 სმ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს კალისტრატე დგებუაძემ, სვიმონ სამსონის ძე წერეთელმა და კოტე ბაქრაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს ნინო მერაბის ასული თავდგირიძემ, ოლღა კლდიაშვილმა და ოლგა ი. დუმბაძემ.