საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი თოიძე იუნკერთა ასეულის კაპიტანი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა ასეულის უფროს მაიორს, არჯევან ანანიაშვილს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერთა ასეულის უფროსი მაიორი არჯევან ანანიაშვილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არჯევან ანანიაშვილი იუნკერთა ასეულის უფროსი მაიორი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სამხედრო სკოლის ოფიცრები, იუნკრები და ჯარისკაცები უღრმესი მწუხარებით აუწყებენ საზოგადოებას, რომ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ იუნკერთა ასეულის უფროსი მაიორი არჯევან ანანიაშვილი, იმავე ასეულის კაპიტანი ირაკლი თოიძე და იუნკრები − ალექსანდრე ახვლედიანი და პავლე იაკობაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა გიორგის ასული ქარუმიძისა ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლავრენტი მიხეილის ძე ქარუმიძე ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაკრინე თევდორეს ასული ქარუმიძისა ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის დედა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძეს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ და ძმათა სასაფლაოზე სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: სტატუსი

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ფრონტზე მყოფი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცების სახელით შოთა მანაგაძე ღრმა მწუხარებით იუწყება პავლე (პალიკო) ბეშკენაძის ფრონტზე გმირულად დაღუპვის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეშვიდე ათასეულში მყოფი ქუთაისის გიმნაზიებისა და სასწავლებლების მოწაფეების მოხალისეთა რაზმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, პალიკო ბეშკენაძის დაღუპვის გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო და მოწაფეები გულისტკივილით იუწყებიან, რომ ბრძოლის ველზე დაიღუპა ამავე სასწავლებლის მოსწავლე მარო მაყაშვილი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელს სამხედრო ტაძარში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილს ქაშვეთიდან გადაასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის წერილი „მარო მაყაშვილი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ქართულ კავალერიისთვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ჩვენი დიდება“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: ივანე გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მთავარი გამგეობის თავმჯდომარისა და წიგნსაცავის მუზეუმის გამგის დ. კარიჭაშვილის მოხსენება. მთავრობის წინადადების თანახმად, გაძარცვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები და ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი დასავლეთ საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ექსპონატები ჩალაგებული იყო სამ ყუთში (თან ერთვოდა სია). გაძარცვის საფრთხე გაჩნდებოდა, თუ ქართულ ჯარს ტფილისიდან გასვლა მოუწევდა. გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის მიწერილ წერილს, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოში ძვირფასი ნივთების გადაგზავნას, დ. კარიჭაშვილმა დაურთო გაგზავნილი ნივთების სია. კერძოდ: აკაკისეული ნივთები, დანომრილი და განაწილებული სხვადასხვა ყუთში, ხახანაშვილისეული ნივთები: 1 თასი, 5 სუფრისა და 3 ჩაის კოვზი, სტანისლავის 2 ორდენი, ანნას 2 ორდენი, ვერცხლის მედალი მეფისკურთხევის სახსოვრად, 2 ოქროს საათი, 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი, 9 ნაჭერი ბრელოკი ქაღალდის კოლოფში, სხვადასხვა ძველი ფული, ყელსაკრავის ქინძისთავი 7 მარგალიტით, 8 ფირუზითა და 1 იაგუნდით, მძივებით ნაკერი ქისა, მრგვალი და სურის სახის, მარგალიტით ნაკერი ნაჭერი 23 ოქროს ღილით. ასევე ცალკე ყუთში ვერცხლის გვირგვინები, ოქონის ხატი, ამ ხატის ჯაჭვი. საეკლესიო მუზუმის ხელნაწერებთან ერთად განთავსდა ხელნაწერები, მათ შორის ტბეთის სახარება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ, ექვთიმე თაყაიშვილის დავალების შესაბამისად, საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი ხელნაწერები მტრებისგან დასაცავად ყუთებში დაახარისხა. 20 თებერვალს კი მთავრობამ ყუთები დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს, ბოლშევიკების შეტევის შემდეგ, ფრონტის მარცხენა ფრთამ გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით უკან, კახეთისკენ, დაიხია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22-23 თებერვლის ღამეს იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი თურქეთის დელეგაციას შეხვდა და განუცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებდა.