რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გიორგი წერეთელი არ იმყოფებოდა თბილისში, ამიტომ იაკობ ფანცხავა მასთან დამშვიდობების გარეშე წავიდა გაზეთ „კვალის“ რედაქციიდან.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის, გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1943
ტიპი: ორგანიზაცია
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ალექსი მირიანაშვილის „სრული ქართული წერის დედანი“ იოსებ მერკვილაძემ გამოსცა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქუთაისის გუბერნატორმა სლავოჩინსკიმ კავკასიის მეფისნაცვალს წარუდგინა იაკობ ფანცხავას განსაკუთრებული მოხსენება მოუსავლიანობის შესახებ, რომელიც გვალვის გამო დაემუქრა ადგილობრივ მოსახლეობას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის ნაშრომი „ჰაერი, წყალი და მათი თვისებანი (ფიზიკა).“
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს იაკობ ფანცხავა იყო თბილისში გამართული საქართველოსა და ამიერკავკასიის მეორე ყრილობის დელეგატი.

