რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინა იროდიონის ასული ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბეტა იროდიონის ასული ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ იროდიონის ასული ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ქალიშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვანო ხოსიტაშვილი მწერალ იროდიონ ევდოშვილის ერთადერთი ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული ჯანყარაშვილი-ხოსიტაშვილისა ვანო ხოსიტაშვილის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ბესარიონის ძე აბდალაძე ნადია კოსტას ასული აბდალაძის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევა ნოდარის ასული ხოსიტაშვილი ვანო ხოსიტაშვილის ბებია იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში ზაქარია ბერიშვილის რეჟისორობით და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით წარმოადგენდნენ დრამა „მარიამ მაგდალინელს“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ალექსანდრე თეიმურაზის ძე ძნელაძე იუწყება, რომ დაკარგა საბინაო წიგნაკი და მპოვნელს სთხოვს, დაუბრუნოს მისამართზე: წავკისის ქუჩა N9.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს ბაქოდან სომხეთის წარმომადგენელმა ბეკზადიანმა საქართველოს მთავრობას ხელმეორედ მიმართა ნოტით. ის სომხეთისთვის საქართველოს საზღვრებში დაკავებული სამარშრუტო მატარებლების განთავისუფლებას მოითხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „წერ. რედაქციის მიმართ“, რომელშიც კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და ვეჩე ჯიქია მადლობას უცხადებდნენ შემდეგ დაწესებულებებს და კერძო პირებს: ამიერკავკასიის ბანკს, იტალო-კავკასიის ბანკს, თბილისის ქალაქის გამგეობას, სამეურნეო ბანკს, ფარმაცევტთა კავშირს, თათრულ დრამატულ საზოგადოებას, ქალაქთა კავშირს, ერობათა კავშირს, გვარდიის ტყვიის მფრქვეველ რაზმს, ძმებ ძეგველოვებს, ივ. პურადაშვილს, მ. საფაროვ-აბაშიძისას და სხვებს, რომელთაც ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის დამკრძალავ კომისიას შესწირეს თანხა არტისტის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად და მისივე სახელობის მსახიობთა კავშირთან არსებული ფონდის გასაძლიერებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინე საბახტარიშვილის ხელმოწერით აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელს თბილისში საქართველოში გამოგზავნილ თანამშრომელთა დაპატიმრების თაობაზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო პეტრეს ასული სტურუა ისიდორე, ანტონ და დავით სტურუების დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე სტურუა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები − ისიდორე და ანტონ სტურუები ძმები იყვნენ.

