რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელს სამხედრო ტაძარში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილს ქაშვეთიდან გადაასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: ივანე გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მთავარი გამგეობის თავმჯდომარისა და წიგნსაცავის მუზეუმის გამგის დ. კარიჭაშვილის მოხსენება. მთავრობის წინადადების თანახმად, გაძარცვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები და ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი დასავლეთ საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ექსპონატები ჩალაგებული იყო სამ ყუთში (თან ერთვოდა სია). გაძარცვის საფრთხე გაჩნდებოდა, თუ ქართულ ჯარს ტფილისიდან გასვლა მოუწევდა. გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის მიწერილ წერილს, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოში ძვირფასი ნივთების გადაგზავნას, დ. კარიჭაშვილმა დაურთო გაგზავნილი ნივთების სია. კერძოდ: აკაკისეული ნივთები, დანომრილი და განაწილებული სხვადასხვა ყუთში, ხახანაშვილისეული ნივთები: 1 თასი, 5 სუფრისა და 3 ჩაის კოვზი, სტანისლავის 2 ორდენი, ანნას 2 ორდენი, ვერცხლის მედალი მეფისკურთხევის სახსოვრად, 2 ოქროს საათი, 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი, 9 ნაჭერი ბრელოკი ქაღალდის კოლოფში, სხვადასხვა ძველი ფული, ყელსაკრავის ქინძისთავი 7 მარგალიტით, 8 ფირუზითა და 1 იაგუნდით, მძივებით ნაკერი ქისა, მრგვალი და სურის სახის, მარგალიტით ნაკერი ნაჭერი 23 ოქროს ღილით. ასევე ცალკე ყუთში ვერცხლის გვირგვინები, ოქონის ხატი, ამ ხატის ჯაჭვი. საეკლესიო მუზუმის ხელნაწერებთან ერთად განთავსდა ხელნაწერები, მათ შორის ტბეთის სახარება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ, ექვთიმე თაყაიშვილის დავალების შესაბამისად, საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი ხელნაწერები მტრებისგან დასაცავად ყუთებში დაახარისხა. 20 თებერვალს კი მთავრობამ ყუთები დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს, ბოლშევიკების შეტევის შემდეგ, ფრონტის მარცხენა ფრთამ გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით უკან, კახეთისკენ, დაიხია.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეიტენანტი გენო ლავრენტის ძე ქარუმიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენო ლავრენტის ძე ქარუმიძე ლეიტენანტი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ კალანდარაშვილი ფრონტზე მოხალისედ მსახურობდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული მოხალისე ჯარისკაცის, ნიკოლოზ კალანდარაშვილის პანაშვიდი მიხეილის საავადმყოფოში გაიმართებოდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეორე საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეის უფროსი ოფიცრები და ჯარისკაცები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 19 თებერვალს მტერთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ კაპიტანი მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი და მოხალისე ჯარისკაცი, სტუდენტი ნიკოლოზ კალანდარაშვილი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი იყო არტილერიის ოფიცერი, კაპიტანი.

