რეგისტრირებული ფაქტები90613
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს შორაპნის თეატრში ვასილ არაბიძის რეჟისორობით წარმოადგინეს „Жертва эгоизма“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ხაშურის საზამთრო თეატრში წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „სიმახინჯე“, რომელშიც მონაწილეობდნენ იუზა ზარდალიშვილი, ანა შოთაძე, ელენე ციმაკურიძე, ქეთო კალაძე, თ. აფხაზიშვილისა, ვასილ ხოზბერაშვილი, გ. ვეზირიშვილი, დ. ძნელაძე, მ. კვალიაშვილი, მ. ვ. ძიძიგური და გრ. სულიაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს სურამის საკრებულოს ბაღში გამართულ სალიტერატურო საღამოზე ნინო დავითაშვილმა, ელენე ანდრონიკაშვილმა და შალვა დადიანმა ილია ჭავჭავაძის, ჯაჯუ ჯორჯიკიასა და სხვათა ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს.
1902
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1902 წელს ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად სოლომონ ლეონიძის მიერ დატოვებული 500 მანეთი ეკატერინე ნიკოლაძეს გადასცა ს. ლეონიძის შვილმა, მარგალიტა ლეონიძემ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლადო აღნიაშვილის თხზულება „ტარიელი“ ალექსანდრე მირიანაშვილმა „თეატრსა და ცხოვრებას“ თეატრალური მუზეუმისთვის გადასცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სტავროპოლის საკომერციო კლუბში ე. ა. შერვაშიძის თაოსნობით მუსიკალური საღამო გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 ივნისს ალექსანდრეპოლში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დ. კობახიძისა და ვ. კალაძის მონაწილეობით „ფული და ხარისხი“ და „არც აქეთ და არც იქით“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე (მგელაძის) ბარველის ბენეფისზე გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელიას მიერ თარგმნილი „მართლმსაჯულების ხელში“ უნდა წარმოედგინათ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს კახეთიდან თბილისში დაბრუნდა ჰანრი ლამარკი, რომელმაც უმჯობესად მიიჩნია კახეთის რკინიგზის გაყვანა თიანეთის მხრიდან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, წაღვერში იოსებ გრიშაშვილისა და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 2 დეკემბერს ჯარისკაცი ივ. ნახუცრიშვილი სარიყამიშთან ბრძოლაში მოკლეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „სისხლის ლაქა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ცაცა ამირეჯიბი, ალექსანდრე შანშიაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „არც აქეთ არც იქით“, რომელშიც მონაწილეობდნენ გედევან გედევანოვი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, რაფიელ ჯიბლაძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „თამარ ბატონიშვილი“ ვალერიან გუნიას და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით.
1905
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკია მონაწილეობას იღებდა 1905 წლის აჯანყებისათვის საქართველოში იარაღის შემოტანის საქმეში.

