რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა თავმას ასული შერვაშიძისა პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 12 იანვარს აფხაზეთში, სოფელ კვიტაულში პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის 2 წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენების შემდეგ ოფიცერთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დადგინდა, ულუფა მისცემოდა იმ ოფიცერთა ოჯახებს, რომლებიც ფრონტზე იყვნენ გაწვეულნი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის დაუსწრებლობის გამო განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს 15 ფუთი ქაღალდის შეძენის თაობაზე და გადაწყვიტეს 20000 მანეთად შესატყვისი რაოდენობის ქაღალდის შეძენა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი, სეით ლუარსაბის ძე იაშვილი, კირილე იესეს ძე ნინიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა, თავისი საყმაწვილო წიგნების ჰონორარიდან მიეღო 15 000 მანეთი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კასრაძის განცხადება. ის მორის მეტერლინკის „თეატრის“ მისეული თარგმანის დაბრუნებას ითხოვდა, თუ ნაშრომის დაბეჭდვა კიდევ დაგვიანდებოდა. ქაღალდის უქონლობის გამო გამგეობამ კასრაძეს თარგმანი დაუბრუნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თომა მთავრიშვილმა და სამსონ ყიფიანმა თხოვნით მიმართეს, გამგეობას მათ მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „გუთანი“ გამოეცა არანაკლებ ასი ცალისა. ქაღალდის უქონლობის გამო გამგეობამ მათ უარი უთხრა
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დათეშიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის წიგნების შესაძენად კრედიტის მიღების შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან ჯერ მაღაზია არ ჰქონდა გახსნილი და არც ის აცნობა, სად აპირებდა მაღაზიის გახსნას.

