საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81880

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა კუკ-კოლისმა გამოსცა სავალდებულო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სანაპირო ქუჩების სავაჭროების გარდა, ბათუმის თევზის ვაჭრებს ახალი (დაუმარილებელი) თევზის გაყიდვა აეკრძალებოდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს ცნობილი კომიკოსი მიხაილ ჩერნოვი „დეიდა ჩარლეიაში“ ჩარლეიას როლს შეასრულებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში გასტროლებზე იმყოფებოდა ცნობილი კომიკოსი ჩერნოვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ტაიმსში“ გენერალ დენიკინის მიმართ ამიერკავკასიის რესპუბლიკების განწყობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლონდონის „თაიმსი“ წერდა, რომ დენიკინსა და საზონოვს რომ ეღიარებინათ სომხეთისა და დაღესტნის ავტონომიურობა წინ წასწევდნენ ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. მიწისა და პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვის შიში იყო მათდამი მტრული განწყობის მიზეზი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლონდონის „თაიმსი“ წერდა, რომ ბაქოში წასული დენიკინი პეტროვსკში გაემგზავრა და იქიდან გადაწყვიტა ენზელის დაცვა. ბაქოში ეს ქმედება გაიგეს როგორც ბლოკადის სურვილი და ხელმძღვანელობა ბოლშევიკებს შეუერთდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორი ჩალხუშიანი სომხეთის მთავრობასთან იყო დაახლოებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ გრიგორი ჩალხუშიანს,  განზრახული ჰქონდა რუსეთში დაბრუნება და იმ ძალასთან მუშაობა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავდა რუსი ხალხის ნებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვ. ა. ბერიძისა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო იუწყებოდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს, 12 საათზე, ქაშვეთის ტაძარში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სერგო ივანეს ძე ამაღლობლის (ფსევდონიმით „ეკონომისტი“) წერილი „ნავთობის მრეწველობა საქართველოში“ (დასასრული).

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი აპოლონ მესხი იუწყებოდა, რომ მამის, ისაკ მესხისმ ორმოცი დღის პანაშვიდი 8 თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისაკ ალმასხანის ძე მესხი იყო ექიმ აპოლონ მესხის მამა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი დავითის ძე მიქელაძე იყო კაპიტანი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბიქტორ კონსტანტინეს ძე სვიმონიშვილი ელენე სვიმონიშვილ-ბარათაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული სვიმონიშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილისას დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს მღვდელ ალექსი პეტრეს ძე ეპიტაშვილის წლის წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ ახლად დანიშნულ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს არ ჰქონდა სამხედრო განათლება და გამოცდილება.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე, მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონტი არველაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თადუმაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბრიელ გეგეშიძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ გეგეჭკორი იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია ჩიტაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისაკ ზაზიკაშვილი იყო ჯარისკაცი.