რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს სამხედრო საბჭოს ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა. მან ფრონტი სამ (მარჯვენა, მარცხენა და შუა) ნაწილად დაყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს მიტო გოცირიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კანცელარიის უფროსი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, სამხედრო საბჭოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ და შტაბის უფროსმა გენერალმა ალექსანდრე ზაქარიაძემ შეადგინეს სია იმ ოფიცრებისა და ნაწილებისა, რომლებიც საზღვარგარეთ უნდა გახიზნულიყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ინგლისსა და საფრანგეთთან წინასწარ, ბოლშევიკების შემოსვლამდე, შეათანხმა მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრებისა და ჯარის ნაწილის ქვეყნიდან გახიზვნის საკითხი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავების შემდეგ, ვალერიან თევზაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, ბოლშევიკების გამარჯვებამდე, ვალერიან თევზაძე და მაიორი უთნელიშვილი უმაღლეს სამხედრო სკოლაში ჩასარიცხად საფრანგეთში უნდა წასულიყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის ბოლოს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭომ გალაკტიონ ტაბიძის წინადადებით დააარსა ჟურნალი „ლომისი“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში რეზო გედევანიშვილის ოჯახი მცხეთაში უხვად გაუმასპინძლდა გენერალ იოსებ გედევანიშვილსა და მის ამალას.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წელს აგრონომ რეზო გედევანიშვილსა და მის მეუღლეს, ევგენია ლეონიძეს მცხეთაში მიწის ნაკვეთი და სახლი ჰქონდათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ რევაზ გაბაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მეუღლე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუარსებია საზოგადოება „სხივი“.

