საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი პირნათლად ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამსონ ასათიანის წერილი „სიძვირე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო კეცხოველის „წერილი ქართლიდან“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის წერილი „ბათომი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრომ მთავრობის საქმეთა მმართველობას დაუბრუნა კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შუამდგომლობა სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის შესახებ განმარტებით, რომ 1918 წლის 22 ნოემბერს მიღებული კანონის თანახმად, ყველა ტიპის და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება, ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდა ამ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს გაბრიელ ხუნდაძე ლექციების წასაკითხად ლანჩხუთსა და ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბრის გაზეთმა „ერთობამ" გამოაქვეყნა სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის განცხადება, რომ ერობის კონტრაგენტები – ზინა კალანდარიშვილი, ანდრია ხოფერია, შამუშე თოფურიძე – აღარ ითვლებოდნენ კონტრაგენტებად და ერობასთან კავშირი არ ჰქონდათ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ილია წინამძღვრიშვილის ნეკროლოგი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფ. ქარელი კულტურით ბევრად მაღლა დგას ქართლის ზოგიერთ სოფელზე. აქ არსებობს თეატრი, სადაც კვირადღეს ადგილობრივი სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავენ მასწავლებელ ნატო ყორბესაშვილის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს არტაანს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ეწვივნენ.

1920

1920 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სახალხო გვარდიის ფერშალი ერ. ასათიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

„ერთობაში“ დაბეჭდილია N1 ჯავშნიანი მატარებლის გვარდიელის, იმედაშვილის მადლობა. 1920 წლის 7 სექტემბერს იგი გაუქურდავთ და მილიციელ ივლიანე ირაკლის ძე ჯანელიძეს მეორე დღესვე დაუკავებია ქურდი არტაშა მაილიანცი (ფალასა). იგი დანაშაულში გამოტეხილა და ნივთები დაუბრუნებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს ალექსანდრე ხელაძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ ახალაძე, შრომის კომისარი ქელბაქიანი და რუსეთში წამსვლელი მუშათა დელეგაციის წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის შესახვედრად მუშებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგა კომისია. თბილისის გამგეობამ ამ კომისიის წევრად აირჩია გამგეობის წევრი გიორგი კონიაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის წერილი „ერთობის“ კლევრეტებს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ამერიკა, რუსეთი და საქართველო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მემედ აბაშიძის წერილი „მოგონებანი და მწარე სინამდვილე“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის რუსული ენის მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სამტრედიიდან დაბრუნდა საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხელაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა რაიონის რკინიგზელთა კავშირის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის მოგვარება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ხარიტონ ვარდოშვილის ლექსი „ჩემი სოფელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების განვითარების საჭიროების შესახებ მოხსენება წარუდგინა, რომელიც საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრების მომზადებას ითვალისწინებდა.