რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ შორაპნის ექიმს ნიკოლოზ ჩიგიანოვს საპატიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის სამკურნალო ნაწილის შტატგარეშე თანამშრომელს გაბრიელ ფონდოევს საპატიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს ბაქოში გამართულ ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ ლიტერატურულ გასამართლებაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი, ალექსანდრე სამსონის ძე ლანდია, ალფეს ცისკარიძე, ლ. მენაბდე-ვაჩეიშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ტრ. დუდუჩავამ ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრეს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს ჰაუპტმანის „მეეტლე ჰანშელი“ ალექსანდრე იმედაშვილის, ნიკოლოზ გოცირიძის, სოსო რომანიშვილის, ვ. ნინიძის, გრიგოლ ანაშვილის, ელენე ციმაკურიძის, შაქრო გომელაურისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 აპრილს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ბელოის „უმუშევარნი“ ნანა ყაჭეიშვილის, ქეთევან კალაძის, მ. კვალიაშვილის, ნ. სიხარულიძის, ვასილ ხოზბერაშვილის, დ. ძნელაძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს „მედეა“ ნინო ჩხეიძის, პლატონ ჩიქვინიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, იუზა ზარდალიშვილის, ანა ქიქოძის, ანა შოთაძის, სუზანა ბეჟანიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს სახალხო სახლში ბარბარე ისაკის ასულ კურდღელაშვილის მიერ გამართულ სალიტერატურო-დრამატულ დილაზე ლექტორმა დიმიტრი უზნაძემ წაიკითხა ლექცია „ხელოვნების შემოქმედების დედაარსი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვ. ნინიძემ ასკანის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 აპრილს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ბელოის „უმუშევარნი“. სპექტაკლის რეჟისორი იყო ნიკო სიხარულიძე.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 14 თებერვალს ომში სახადით დაავადებული ვარლამ გელოვანი მეუღლესთან, ნინო თარხნიშვილთან, ერთად თბილისში ჩამოიყვანეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ნინო ყიფიანისამ ახალი ყოველთვიური ჟურნალის, „ცისკრის“ გამოცემა გადაწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკო გოცირიძის მონაწილეობით სამმოქმედებიანი კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ წარმოადგინა.

