საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82030

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ მესამედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი-ნეკროლოგი ოდესაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პუბლიცისტისა და სტუდენტის, თომა მაჭავარიანის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის კორესპონდენცია გორის მაზრის სოფლებში მცხოვრები გლეხობის ყოფაზე ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი ფილიპე დათეშიძის ნარკვევისა „მუშა ხალხის ქალის და ოჯახის მდგომარეობა ევროპის წინა-სახელმწიფოებში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნა ნიკო ცხვედაძის მოსაგონარი მოსკოვში გარდაცვლილი დეკანოზის, მიხეილ გურგენიძის შესახებ, რომელსაც მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებზე უზარმაზარი ამაგი ჰქონდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „მოზარე“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 8 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ იოსებ მამაცაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით გორის მაზრაში სამი სასოფლო სკოლა დაარსდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე კერესელიძის ლექსი „ვუძღვნი ა. ფ.-ს“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 25 მარტს თბილისში აკურთხეს გენერალ-ფელდმარშალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ძეგლი, რომელსაც დაესწრო დიდი მთავრინა, ოლღა თეოდორეს ასული რომანოვა შვილებითურთ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის მაზრის უფროსი, თავადი იოსებ თუმანიშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის გუბერნიის საგლეხო საქმის სამმართველოს წევრი, თავადი ერასტი ჩოლოყაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სვიმონ მათუზას ძე მათუზოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ასლან ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავიშვილის სამი სოფელ კავთისხევში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე და ილია ციციანოვების ვენახი სოფელ ხიდისთავში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 10 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოტია ბერიძის ლექსი „დედა და შვილი“, რომელსაც წინ უძღვის მისივე წერილი ბავშვების სწორად აღზრდის საკითხებზე.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 24 ივლისს თბილისის სამსჯავროში დანიშნული იყო მძარცველობის ბრალდებით დაკავებული პირების – ნიკოლოზ ბელოვის, სერგეი გრემელოვის, არტემ ხალათოვის, არტემ პეტრუსოვისა და შერმაზან ბედიაშვილის – საქმეების მოსმენა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI – X ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის კორესპონდენცია ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლთან გამართული სადილის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ალექსანდრე მეგრელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ დადიანის ლექსი „ფიქრი სოფელში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 21 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიქელ პეტრიძის წერილი „საზოგადო მიმოხილვა“ კანონმორჩილების აუცილებლობაზე, რასაც ბატონყმობის გაუქმებამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ბატონები ყმებს ისე სჯიდნენ, როგორც თავად მოისურვებდნენ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ლეონიდე გერმანოზის ძე ბარათაშვილის დაუსახლებელი მამული თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოტია ბერიძის კორესპონდენცია გურიის ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას თუთუნის წარმოებით მიუღია.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა მოქალაქე გიგოლა დიაკონიძის სააპელაციო სარჩელი, რომელიც მოქალაქე სოფრომ ჩხიკვაძეს 150 მანეთს ედავებოდა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქართული თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის რუსულ ენაზე დაწერილი ისტორიული ნარკვევისა „რამდენიმე ცნობა საქართველოზე“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის პოეტური ჩანახატი „თარგმნილი სათარგმნელად. სოფელი“.