რეგისტრირებული ფაქტები81989
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში სახალხო უნივერსიტეტთან არსებულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ლეონიდ ნიკოლოზის ძე ანდრეევის პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“. სპექტაკლის შემოსავალი გორის ფონდის გასაძლიერებლად გადადეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში ნოე ჟორდანია მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად საგანგებო მატარებლით გორში გაემგზავრა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“ ივანე ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო დეკანოზი.
1920
ტიპი: ღონისძიება
სასამართლოს პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია 1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოტანილ დადგენილებაში განმარტავდა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ კანონებს.
1920
ტიპი: თანამდებობა
გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს, 18 საათზე, კავკასიის სააერქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაზე (ოლღას ქ. N40) საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრებაზე სერგი გორგაძე წაიკითხავდა მოხსენებას „იოანე დამასკელის მთავარი თხზულება „წყარო ცოდნისა“ ქართულ მწერლობაში“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უკვირდა კარგად რომ გადაიტანა გაუთავებელი მგზავრობები დეკემბრიდან იანვრამდე – ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი, ალექსანდროპოლი, ასევე, ბანკეტები და საზეიმო გამოსვლები. მგზავრობისას უსიამოვნო ამინდები დაემთხვა, ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ვახშმის შემდეგ ალექსანდროპოლში გაემგზავრა ვახშამზე მყოფ სხვა სტუმრებთან ერთად და დილის ცხრა საათზე იქ იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ საწყობში 244 დასახელების წიგნი ინახებოდა, აქედან 183 საბუღალტრო დავთრების სიას ემთხვეოდა, ხოლო 35 დასახელების წიგნი საბუღალტრო სიასთან შედარებით ნაკლები იყო, 28 დასახელების წიგნი კი მეტი. ხელს აწერენ ტერენტი წერეთელი, ლავრენტი სანოძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ ედილაშვილი და ივანე ავალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად კომისია ვასილ ედილაშვილის, ლავრენტი სანოძის, იოსებ გიორგობიანის, ივანე ავალიშვილისა და ტერენტი წერეთლის შემადგენლობით შეიკრიბა კანცელარიაში, სადაც იპოლიტე ვართაგავას შესთავაზეს ჩაებარებინა საზოგადოების საწყობი, რაზეც ი. ვართაგავამ დროის უქონლობისა და ყოფილი გამგისგან საწყობის არგადაბარების გამო საწყობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა. ტერენტი წერეთელმა აიღო პასუხისმგებლობა საწყობი ჩაებარებინა ხსენებული კომისიისთვის და დაიწყეს საწყობის აღწერა, რამაც 3 დღე გასტანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „კარმენი“.