საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93081

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გიორგი ჩიჩერინი ბათუმის თურქეთის საზღვრებში მოქცევის წინააღმდეგი იყო, თურქეთის დელეგაცია მას არ ეთანხმებოდა, ამიტომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში ჩასულ თურქეთის დელეგაციის წარმომადგენელ იუსუფ ქემალ ბეისთან საუბრისას გიორგი ჩიჩერინმა აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთთან რაიმე სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას არ აპირებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ენვერ ფაშამ თურქეთის დელეგაციას ურჩია, უარი ეთქვათ ბათუმზე და ხელშეკრულებაზე სასწრაფოდ მოეწერათ ხელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ენვერ ფაშამ და აზერბაიჯანის წარმომადგენელმა თურქებს გიორგი ჩიჩერინისა და იოსებ ჯუღაშვილის სახელით მოლაპარაკებათა განახლება აღუთქვეს, თუ ისინი თურქეთის აღმოსავლეთის საზღვრების მცირედით შეცვლას დათანხმდებოდნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში გენერალი ალი ფუატ ჯებესოი საბჭოთა რუსეთში თურქეთის ელჩად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში სიმონ მდივანმა ნოე ჟორდანიას აცნობა, რომ თურქეთის 3-მა მინისტრმა მთავრობის სახელით სიტყვიერი თანხმობა განაცხადა საქართველოს მდგომარეობის განმტკიცებამდე ბათუმის ოლქის დაკავებაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში ნოე ჟორდანიამ ბათუმის დასახმარებლად თურქები მოიწვია.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში თედო ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლიდან, გასაბჭოების პირველი დღიდანვე, ვასო კაპანაძე ენერგიულად იბრძოდა დამპყრობელთა და კომკავშირელთა წინააღმდეგ. რამდენჯერმე დაატუსაღეს, მაგრამ ყოველთვის მალე დააღწია თავი ჩეკას და განაგრძო მუშაობა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას გიორგი მაზნიაშვილი სოღანლუღის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

ბიძინა პირველი საქართველოს ოკუპაციისთანავე, 1921 წლის თებერვალ-მარტიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში ნესტორ გარდაფხაძე იუნკერთა ასეულს მეთაურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებისას კოტე აფხაზმა კატეგორიული უარი განაცხადა თბილისის დატოვებაზე. „თბილისი – საქართველოა, და ვინც თბილისს სტოვებს, ის ტოვებს საქართველოს“ – იყო მისი პასუხი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლიდან, რუსული ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის დაწყების საშიშროებასთან დაკავშირებით, იოსებ გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს, საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი თავაძე ტყვედ იყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში გიორგი თავაძე გენერლებთან – ალექსანდრე ჭავჭავაძესა და ალექსანდრე ახმეტელაშვილთან ერთად მოსკოვში გაგზავნეს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, არტემ ჯიჯიხია თბილისის მიმართულებაზე იყო ლილო-ორხევის ფრონტის სარდალი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ საჯარისო ნაწილებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა დასავლეთისკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს იძულებული შეიქმნა დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და თიანეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთთან ომის დროს, გიორგი ერისთავი ქართულ ნაწილებთან ერთად იხევდა დასავლეთით, ბათუმისკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში ასლან აბაშიძე თურქეთში გადასახლდა და კონსტანტინოპოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს დილის 12 საათზე სამხედრო სამინისტროს (მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე) სამნეო განყოფილებაში სიტყვიერი და წერილობითი განცხადებით დანიშნული იყო საჯარო ვაჭრობა თბილისის გარნიზონისთვის ერთი წლის ვადით ხორცისა და ცხიმის ჩაბარების შესახებ. დაწვრილებითი ცნობები მსურველებს შეეძლოთ მიეღოთ ყოველდღე სამნეო განყოფილების სასურსათო სექციაში, ბარიათინის ქუჩა N10.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.