რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო გორდაძე ნინო პეტრიაშვილი-ბახტაძის რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი გორდაძე ნინო პეტრიაშვილი-ბახტაძის სიძე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ივლისს თბილისში, ნოკოლოზის მოედანზე, ამბარცუმ ენფიაჯიანცის სახლში, ლაზარე ნიკოლოზის ძე გულავამ სასტუმრო „საქსონია“ გახსნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე გრიგორის ძე ბასეინოვი სურამის მომრიგებელი სასამართლოში მდივნად მუშაობდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე გრიგორის ძე ბასეინოვმა სურამის მომრიგებელი სასამართლოს დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბარაბაშევმა რევოლვერით მოკლა ალექსი მინასაშვილი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ღოღაბერიძის თაოსნობით ქუთაისის ბულვარში განათება და დასასხდომი სკამები დადგეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, რაფიელ ისარლიშვილმა რამდენიმე ქართველი მქადაგებლის სურათი პარიზში დასაბეჭდად წაიღო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, შეიქმნა განსაკუთრებული კომისია ბათუმისა და საზოგადოდ, ოსმალეთისგან დათმობილი მაზრების მისაღებად, რომლის თავმჯდომარედ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი დანიშნეს.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, შეიქმნა განსაკუთრებული კომისია ბათუმისა და საზოგადოდ, ოსმალეთისგან დათმობილი მაზრების მისაღებად, რომლის წევრიც სერგეი ტრუბეცკოი იყო.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, შეიქმნა განსაკუთრებული კომისია ბათუმისა და ოსმალეთისგან დათმობილი მაზრების მისაღებად, რომლის წევრიც დიმიტრი გურიელი იყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნიისა და ზაქათალას ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

