საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90731

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შოთა ვადაჭკორია პრივატ-დოცენტი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ი. ფურცელაძე ბათუმის ციხის კომენდანტად დაინიშნა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ჯემალ ქიქავა და მემედ გოგიბერიძე სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს აჭარის ლეგიონი ასლან აბაშიძის მეთაურობით გიორგი მაზნიაშვილის რაზმთან ერთად თბილისის დასაცავად ბოლშევიკებს ებრძოდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ხ. ბიბინ-ზადე ისლამური საზოგადოების წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს წითელი არმიის საქართველოზე თავდასხმის დროს აჭარაში შეიკრიბა ლეგიონი, რომლის მეთაურობა გენერალ ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძეს დაევალა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ჰაიდარ აბაშიძე და სულეიმან დიასამიძე სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს იოსებ ჯუღაშვილი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ნაციონალურ საკითხთა სახალხო კომისარი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია ბათუმის მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა მუშად.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს რუსეთის შეტევის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ანკარაში სიმონ მდივანს მისწერა, რომ ქემალ ფაშას არტაანისა და ართვინის ოლქის სანაცვლოდ დახმარების მიღებაზე დათანხმებოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ნ. ვ. კუიბიშევი მე-9 დივიზიის მეთაური იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სულეიმან ირემაძე ქართული ლეგიონის ლეიტენანტი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს ბათუმის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილმა ქალაქი ორ მებრძოლ უბნად გაყო – ერთი ნაწილი გენერალ ვარდენ წულუკიძეს დაუქვემდებარა, ხოლო მეორე ნაწილის გენერლად ტიტე ართმელიძე დანიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა გაერთიანებას ედგა სათავეში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის ბოლოს გამოსულ ჟურნალ „ხომალდში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „შორეული ნაპირი“, რომელშიც მე-11 არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა და 25 თებერვლის აქტი კრწანისის ტრაგედიასთან არის გათანაბრებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს XI წითელი არმიის სარდალმა ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული ჯარის ხელმძღვანელებად ნ. ვ. კუიბიშევი და პოლიტკომისარი მ. ლისოვსკი დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან თედო სახოკია თანამშრომლობდა ჟურნალთან „მნათობი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს თედო სახოკიამ რუსულად დაწერა საეთნოგრაფო წერილები სამეგრელოზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს დაწერილი თედო სახოკიას ზოგიერთი საეთნოგრაფო წერილი რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი, ზოგიც − მარის სახელობის ინსტიტუტში დასაბეჭდად იყო გამზადებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე საფრანგეთში გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი აქტიურად თანამშრომლობდა ბათუმის ქართულ-რუსულ გაზეთებთან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1946 წლებში სიმონ ქვარიანი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს შალვა ელიავა XI არმიას საქართველოს დასაპყრობად მიუძღოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარე იყო.