რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881-1883 წლებში შიო დავითაშვილის სახლს მრავალი ახალგაზრდა სტუმრობდა, მათ შორის თედო გოლიევიც.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 ივნისს თბილისის სახელოსნო კლუბში საბურთალოს სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის სასარგებლოდ ქართველ სცენისმოყვარეებს უნდა წარმოედგინათ ვანო ივანეს ძე გიგოშვილის მიერ ქართულად თარგმნილი ოპერეტკა „არშინ მალ ალან“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 მაისს ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილმა სტავროპოლში მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ კონცერტში, ჭიანურზე დაუკრა „პინტელე იუდი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს 4-მოქმედებიანი დრამა „ქრისტინე“ ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე დრამატული საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საქმეებში მონაწილეობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკოლოზ სიხარულიძის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად წარმოდგენა გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში „ქრისტინე“ წარმოადგინეს ალექსი მეტრეველის, ი. მინდიაშვილის, ვ. რატიშვილის, მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი კომედია „მე მოვკვდი“ ნიკო სიხარულიძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი დრამა „პირველი და უკანასკნელი კოცნა“ გრ. სულიაშვილის, ნანა ყაჭეიშვილისას და სხვ. მონაწილეობით.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს სახალხო სახლში იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილმა პირველად გამოიყვანა 50-ქალიანი გუნდი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე ვანო პეტრეს ძე სარაჯიშვილმა შეასრულა კომპოზიტორ ირაკლი ალექსანდრეს ძე ჯაბადარის რომანსი „ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-სამუსიკო და იუმორისტული საღამოში იოსებ თარალაშვილმა და ალექსანდრე იმედაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისიდან კისლოვოდსკში გეგმავდა გამგზავრებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში იუზა ზარდალიშვილი და ანა შოთაძე ხაშურის დრამატულმა წრემ ერთი თვით მიიწვია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი ვოდევილი „უბედური დებიუტი“ ქეთო კალაძის მონაწილეობით.