საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანდრო იოსების ძე ლომიძე დაიბადა 1907 წლის 26 ივნისს ქალაქ ფოთში.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

1942 წელს ანდრო ლომიძე მიიღეს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949-1952 წლებში ვლადიმერ გოლოევი საოლქო გაზეთ „კომუნისტის” პასუხისმგებელი რედაქტორი იყო ცხინვალში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ანთიმოზ ჯუღელი აქტიურად იყო ჩართული პროგრესული იდეების განხორციელებაში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოხუმელთა შორის.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1944 წლებში ვლადიმერ გოლოევი საოლქო გაზეთ „კომუნისტის” პასუხისმგებელი მდივანი იყო ცხინვალში.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1940 წლებში ვლადიმერ გოლოევი ახალგორის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი იყო.

1931

ტიპი: განათლება

1931-1935 წლებში ვლადიმერ გოლოევი სწავლობდა მოსკოვში ჟურნალისტიკის უმაღლეს კურსებზე.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1931 წლებში ვლადიმერ გოლოევი მუშაობდა დუშეთში, სოფელ სარბიელის კოლმეურნეობის მოანგარიშედ.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში ვლადიმერ გოლოევი ოსური საოლქო გაზეთ „კომუნისტის” განყოფილების გამგე იყო ცხინვალში.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში ვლადიმერ გოლოევი მუშაობდა დუშეთში, სოფელ სარბიელის დაწყებითი სკოლის მასწავლებელად.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წელს თედო სახოკიამ ჟენევაში ყოფნისას გაიცნო ივანე მაჭავარიანი და ამ პერიოდიდან მეგობრობდა მასთან.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან ივანე მაჭავარიანმა დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.

1953

ტიპი: ორგანიზაცია

1953 წელს ვლადიმერ გოლოევი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ ესტატეს ძე გოლოევი დაიბადა 1910 წლის 6 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტში.

1940

ტიპი: ღონისძიება

ვლადიმერ გოლოევმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1940 წელს.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა.

1945

ტიპი: ორგანიზაცია

1945 წელს გრიგოლ ბერძენიშვილი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1927

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ ბერძენიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ალექსის ძე ბერძენიშვილი დაიბადა 1909 წლის 30 ივნისს ბათუმში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927-1932 წლებში გრიგოლ ბერძენიშვილი ბათუმის სახალხო თეატრის მსახიობი იყო.

1954

ტიპი: გარდაცვალება

ვანიონ დარასელი გარდაიცვალა 1954 წლის 13 აპრილს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქუთაისში გამოქვეყნდა ვანიონ დარასელის პირველი კრებული.

1936

ტიპი: განათლება

1936-1940 წლებში ვანიონ დარასელი სწავლობდა როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში ვანიონ დარასელი ასწავლიდა არასრულ საშუალო სკოლაში სოფელ ლიასა და ხორგაში.