საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90772

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ჩვენი პოლიტიკისათვის სამუსლიმანო საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ფიქრები და დაკვირვებანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის წერილი „ქართული პოეზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20, 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალ. ასათიანის სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „თათბირის გამო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იყო საფრანგეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ძალმომრეობის მოციქულები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ფიქრები და დაკვირვებანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მ. ადამაშვილის წერილი „ორიოდე მაგალითი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგმებოდა ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“, მონაწილეობდნენ: ბოიარსკაია, ერმოლინსკაია, ზალიპრსკი, საბინინი და სხვანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 18 ოქტომბრის N124 ბრძანების თანახმად, 2 ოქტომბრის ბრძანების შესაცვლელად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე დაინიშნა ჩოხატაურის გიმნაზიის დირექტორად 20 ოქტომბრიდან. დედნის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის ბრძანებით, ჩოხატაურის გიმნაზიის დირექტორი იაკობ თომას ძე ცინცაძე, თავისი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა პაოლო იაშვილის სტატია „ჩვენი სეზონი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის კრიტიკული წერილი „საქანელა და სახჩობელა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ალექსანდრე არსენიშვილის წერილი „ოქროს ტრიტემა“ გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ტიციან ტაბიძებ ბათუმში გამომავალ გაზეთ „მთლიან საქართველოში“ გამოაქვეყნა წერილი – „ირრედენტა“, რომლითაც გააკრიტიკა ოსმალეთის ნაციონალისტები და მათი მეთაური, ქემალ ფაშა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის წერილი „ირრედენტისთვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის სტატია „მანიфესტი აზიას.“

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნებული სტატიის „საქართველოს სირცხვილის“ მიხედვით, ქართველ სტუდენტთა ნაწილი განსაკუთრებულ რაზმში მსახურობდა და მელქისედეკ კედიასა და პ. ფაჩულიას ბრძანებებს ასრულებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში ვალერიან გაფრინდაშვილმა ვარამ გაგელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილი „ქართული პრესა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა პაოლო იაშვილის „პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „გლოვა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

ივანე კერესელიძემ გამოსცა ჟურნალი „ცისკარი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

ლელი ჯაფარიძე იყო ჟურნალისტების კავშირის წევრი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1829-1831 წლებში პეტრე ჩაადევმა დაწერა „ფილოსოფიური წერილები“ (ფრანგულ ენაზე).