საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დაიხურა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობა, დახურვის წინ ყრილობამ აირჩია საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: შაქრო ბეგიაშვილი, შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე, ივანე გიორგის ძე ციციშვილი, ალექსანდრე კუჩენბახი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ვ. ათანაშვილი, ალექსანდრე აბაშიძე, გ. ედიშერიძე, ვ. ბაკურაძე, გ. ქუმსიშვილი (კარატიელ?), ლ. ლიქოკელი, კ. სვიმონიშვილი, ტამელინი, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი, მოლა-ყარა-მუსა-ოღლი, ავარამაზ მემედ ალიოზ-ოღლი, შ. ღვინიაშვილი, ჰაჯი-ყერამინ-აჯი ვალი ოღლი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახლი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგებლობაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ დააზღვია 30 000 მანეთად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სოფელ ენისელში მასწავლებელ ლევან ხოსროშვილს თავს დაესხნენ ყაჩაღები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მწარმოებელ კოოპერატივთა საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე ციციშვილმა წაიკითხა მოხსენება დარგის ამხანაგობებისა და კოოპერაციების დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის მთავრობამ დეპეშები გაუგზავნა უმაღლეს მოკავშირეთა საბჭოს თავმჯდომარეს , ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონს და სომხეთის საზავო დელეგაციას პარიზში – ავეტის აჰარონიანს და პოღოს ნუბარს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მწარმოებელ კოოპერატივთა საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე ციციშვილმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო მეცხვარე-მესაქონლეთა სარაიონო ამხანაგობების დაარსება.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე იაგორის ძე კარაჯევი მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერმანე ლევანის ძე მაღლაკელიძე მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კალისტრატე ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სპირიდონ ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო ქრისტესიას ძე მაღლაკელიძე მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბასილი (ბუხუტი) ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზალიკო ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზებე ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კინტირია ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ქრისტესიას ძე მაღლაკელიძე მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბართლომე ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს, ღამით, თელავში ყვარლის გვარდიელებმა ცნობილი ყაჩაღი არჩილ ზეკურიშვილი მოკლეს, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან გაქცეული იყო თელავის საპყრობილედან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის დამოუკიდებლობის ცნობის გამო პარლამენტში საზეიმო სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანი სიტყვით გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის პარლამენტის საზეიმო სხდომაზე ავეტიქ სააკიანის თავმჯდომარეობით მიიღეს რეზოლუცია. დაშნაკცაკანელთა ფრაქციის წინადადებით პარლამენტმა მოისმინა მოხსენება სომხეთის დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობის შესახებ და აღნიშნა ის დიდი ნაბიჯი, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოებმა გადადგეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის პარლამენტის საზეიმო სხდომაზე აგაბექოვმა პარლამენტის წევრებს სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა და თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის უდიდესი დღე იყო. მისი აზრით, ამ სახელმწიფოთა აღიარების გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სასარგებლოდ რუსეთის დასტურიც საჭირო იყო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელების მილოცვები მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომაზე მომხსენებელი დიმიტრი აფხაზი საჭიროდ მიიჩნევდა კანონის გამოცემას, რომლითაც 10 წლით აიკრძალებოდა ფაშატი ცხენების გაყვანა რესპუბლიკის საზღვრებიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სენაკის ქალაქისთავის მოადგილე ლავრენტი გეგენავამ განათლების სამინისტროში მიმართვა და ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაგზავნა.